პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ვახშამზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ვახშამზე უმასპინძლა. მთავრობის მეთაურმა დიპლომატებთან ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი არაფორმალურ გარემოში განიხილა. საუბარი შეეხო  კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოსთვის განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების დინამიკას. მთავრობის ადმინისტრაცის მიერ გავრცელებული ინფორმაციით,  ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას.

მეტი...

მკვლელობა ლილოში – სანადირო თოფით მეზობლმა 70 წლამდე კაცი მოკლა

მეზობლის სანადირო თოფოთ მკვლელობის ფაქტზე 1984 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა თბილისში, ლილოს დასახლებაში მეზობელს სანადირო თოფი ესროლა. დაკავებულია 35 წლის მამაკაცი რომელმაც 70 წლამდე მეზობელს სახლიდან ესროლა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ს.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 12 ივნისს, ბრალდებულმა თბილისში, ლილოს დასახლებაში, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეზობელს – 1974 წელს დაბადებულ ა.ყ.-ს. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ…

მეტი...

საშინელი ავარია რიკოთის უღელტეხილზე (ვიდეო)

რიკოთის უღელტეხილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. სატვირთო ავტომობილი მსუბუქ ავტომობილს დაეჯახა. სატვირთო გზიდან გადავარდა და გადაბრუნდა. არიან დაშავებულები. ადგილზე სამაშველო და სასწრაფო ბრიგადები მუშაობენ.

მეტი...

„პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული გადმოგვცეს ჩვენმა წინაპრებმა“ – პუტინის განცხადება

რუსეთის დღესთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინი კრემლში სიტყვით გამოვიდა დ აღნიშნა, რომ რუსეთი უფრო მეტად ძლიერდება და ვითარდება. „ეს სახელმწიფო დღესასწაული აღნიშნავს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის სიძლიერეს, სამშობლოს სიდიადეს და დიდებას. ეს აძლიერებს ჩვენი მრავალეროვნული ქვეყნის ერთიანობას, ჩვენს თბილ და გულწრფელ გრძნობებს საყვარელი სამშობლოს მიმართ. რუსეთისთვის ამ რთულ ვითარებაში,  გულწრფელი გრძნობები ჩვენი სამშობლოს მიმართ კიდევ უფრო აძლიერებს და აერთიანებს ჩვენს საზოგადოებას. ისინი ემსახურებიან ჩვენი გმირების საიმედო მხარდაჭერას, რომლებიც მონაწილეობენ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში. პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული გადმოგვცეს ჩვენმა წინაპრებმა, რომლებმაც მიაღწიეს დიდ გამარჯვებებს შრომაშიც და ომშიც“, –  განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა ოფიციალურ ცერემონიალზე.

მეტი...

სამედიცინო სფეროში მაკონტროლებლის უფლებამოსილებები იზრდება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“  კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირეს. კანონპროექტთა პაკეტით განსაზღვრული ცვლილებები, კომიტეტის წევრებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ წარუდგინა. ცვლილების მიხედვით, შემუშავდება ადმინისტრირების უფრო მოქნილი მექანიზმები;   დაიხვეწება სამართლებრივი ურთიერთობები და იქმნება მათი პრაქტიკაში განხორციელების ეფექტიანი მექანიზმი. „კანონპროექტი ემსახურება რეგულირების სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერებას. სააგენტოს მთავარი ფუნქციაა პაციენტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ამისთვის მას სჭირდება აღსრულების ქმედითი და ოპერატიული მექანიზმები, რასაც, ასევე ექნება პრევენციული მნიშვნელობა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ. პროექტის მიხედვით, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში…

მეტი...

„დეოლიგარქიზაციის კანონში ამოქმედების ვადად შემდეგი წლის პირველი მარტი ჩაიწერება“ – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, თუ ევროკომისია არ მოხსნის დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონის საკითხს, მაშინ კანონპროექტის ამოქმედების ვადა მომდევნო წლის პირველი მარტი იქნება. „ვენეციის კომისიის დასკვნით, ექვსივე რეკომენდაცია იქნა გაზიარებული. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა საკვანძო საკითხი არის გათვალისწინებული. ერთადერთი მინიშნება, შეიძლება, ასე დავარქვათ, იყო პერსონალიზაციის საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ რომ არ დავიწყოთ მსჯელობა და კიდევ დამატებით ინსინუაციები რომ არ მოჰყვეს ამას, მოვიქცევით ასე – დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონში ჩაიწერება ამოქმედების ვადად შემდეგი წლის პირველი მარტი. იმ შემთხვევაში, თუ ევროკომისია წლის ბოლომდე მოხსნის ამ საკითხს, თუ ასე მიიჩნევენ, რომ ეს საკითხი უნდა…

მეტი...

მმართველი გუნდი პრეზიდენტის ვეტოს მიმდინარე კვირაში დაძლევს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, მიმდინარე კვირას პრეზიდენტის ვეტო დაძლეული იქნება. როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ვეტოს დაძლევის საკითხზე დღევანდელ უმრავლესობის სხდომაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს. „საქართველოს ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, ეროვნული ბანკის მართვა ხორციელდებოდეს სწორად. კომპეტენტური, დამოუკიდებელი კადრებით იყოს დაკომპლექტებული და მართვა ხორციელდებოდეს იმ გამოწვევების შესაბამისად, რაზეც ხშირად არის ხოლმე – დევალვაცია, ინფლაცია, ფასები და ა.შ. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო უნდა იქნას დაძლეული, საბოლოოდ იქნა დღეს ეს გადაწყვეტილება მიღებული“ – აღნიშნა მდინარაძემ ბრიფინგზე. მისივე შეფასებით, ვეტოს დაძლევა მიმდინარე სასესიო კვირას მოხდება. „მიმდინარე კვირაში ვეტოს დავძლევთ. ერთადერთი განსხვავება, რაც  ჩვენს…

მეტი...

მსხვილ ქალაქებში, გზებზე ავტომანქანების კონტროლი იწყება

მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით,  დროებით აიკრძალება ნარჩენის – ე.წ. კატალიზური კონვერტორის ექსპორტი, რაც შეამცირებს რეალიზაციის მიზნით, ე.წ კატალიზატორების სპეციალურად ამოღებას ავტომობილებიდან და ხელს შეუწყობს ავტომობილების გამონაბოლქვიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებას. როგორც მინისტრი განმარტავს, ავტოტრანსპორტიდან ჰაერის დაბინძურების პრევენციის მიზნით, მიმდინარე წლიდან, მსხვილ ქალაქებში დაიწყება ხილული, ჭარბი გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალებების გზებზე კონტროლი სპეციალური აპარატურის საშუალებით. „შემუშავდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტი, რომელიც, 2023 წლის მეორე ნახევრიდან, ითვალისწინებს სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის გზებზე კონტროლს სპეციალური აპარატურის საშუალებით, რომელსაც პარლამენტი ახლა განიხილავს. ვფიქრობ,  ერთობლივად, ყველა  ქმედება აუცილებლად მოგვცემს დადებით შედეგს, რაც გააუმჯობესებს ქვეყანაში ჰაერის…

მეტი...

მანქანები, რომელიც ევრო 5-ის ნორმებს არ აკმაყოფილებს, საქართველოში ვერ დარეგისტრირდება

სატრანსპორტო სექტორიდან ჰაერის დაბინძურების ეტაპობრივ შემცირების მიზნით, 2024 წლის 1 იანვრიდან, ქვეყანაში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი  იზღუდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის თქმით, ავტომობილებისთვის ე.წ. ევრო 5 სტანდარტის შესაბამისი გამონაბოლქვის ზღვრული ნორმები მტკიცდება და ქვეყანაში ვეღარ დარეგისტრირდება ავტომობილი, რომლის ემისიის სტანდარტი ვერ აკმაყოფილებს ევრო 5 ნორმას. რეგისტრაცია (იმპორტი) დაიშვება მხოლოდ იმ ქვეყნებიდან, სადაც შემოღებულია ევრო 5 და უფრო მაღალი სტანდარტი. „ბოლო წლებში, აღნიშნული ქვეყნებიდან ავტომობილების იმპორტის წილი ჯამურ იმპორტში დაახლოებით 98%-ს შეადგენს. შესაბამისად, ავტომობილების იმპორტის ბიზნესოპერატორებს არ შეექმნებათ ახალ ბაზრებზე გადაწყობის პრობლემა. რეგულაცია შეეხება მსუბუქ და მძიმე სამგზავრო…

მეტი...

მთავრობამ ქვეყანაში ავტომობილების გაფრქვევების ევრო 5 სტანდარტის შემოღებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

„გარემოსდაცვითი პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ჰაერის დაბინძურების მინიმუმამდე შემცირებაა. ამ კუთხით სამინისტრომ, საქართველოს პარლამენტთან ერთად, უმნიშვნელოვანესი რეგულაციები მიიღო და აქტიურად მიმდინარეობს მათი აღსრულება-დანერგვის პროცესი“, –  განახადა ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდგომ. როგორც მინისტრმა აღნიშნა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო ჰაერის ხარისხის მონიტორინგს რეგუარულად ახორციელებს. ამასთან, სამინისტრომ გააგრძელა მუშაობა სამრეწველო საწარმოებიდან ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევების უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემების სრულად დანერგვის მიმართულებით. ამ ეტაპზე, დაახლოებით, 50-მდე აქტიური საწარმოდან ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებულია 20 მსხვილი საწარმო, დანარჩენი საწარმოების უმრავლესობაში კი,  მიმდინარეობს ფილტრებისა და მონიტორინგის სისტემების მონტაჟის პროცესი. „ჩვენი…

მეტი...

პუტინის მრჩეველი საქართველოში იმყოფებოდა

პუტინის მრჩეველი, შოთა გორგაძე სოციალურ ქსელს ”ინსტაგრამზე” საქართველოში, კერძოდ რესტორან “რეტროში” გადაღებული ვიდეოს ავრცელებს. გორგაძე გამომწერებს აჭარული ხაჭაპურის ჭამის წესს უხსნის. ,,რამდენიმე კვირის წინ “რეტრო ბათუმში” ჩვენს მეგობარს, გია აგრბას @retro_giaagirba ვესტუმრე. მაესტრომ პირადად მომიმზადა ჩემი საყვარელი ნავი,”- წერს გორგაძე. ამასთან, გორგაძე გამომწერებს მიმართავს ეწვიონ რეტროს  და აჭარული ხაჭაპური დააგემოვნონ.

მეტი...

მომდევნო რამდენიმე დღეში უკრაინა მასობრივ შეტევას განახორციელებს – ტობიას ელვუდი

დიდი ბრიტანეთის კომიტეტის თავმჯდომარისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ტობიას ელვუდის განცხადებით, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინა დონბასის რეგიონში მასობრივ შეტევას განახორციელებს. ,,რუსებმა არ იციან, სად იქნება ეს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ქაოსი ხდება ვაგნერის ჯგუფსა და თავად რუსეთის ძალებს შორის,” – განუცხადა მან Sky News-ს. მისი თქმით, კახოვკას კაშხლის აფეთქებამ აჩვენა, რომ ვლადიმერ პუტინს არც კი სჯეროდა, რომ შეძლებდა ამ ჰესზე კონტროლის შენარჩუნებას. ელვუდმა მოუწოდა მოკავშირეებს მიაწოდონ მეტი ტანკი, F16 გამანადგურებელი თვითმფრინავი და შორი მანძილის რაკეტები უკრაინას.

მეტი...

საქართველოში სუროგაციასთან და ინ ვიტრო განაყოფიერებასთან დაკავშირებული რეკლამები აიკრძალება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ქვეყანაში სუროგაციასთან და ინ ვიტრო განაყოფიერებასთან დაკავშირებული რეკლამებიც აიკრძალება. „კანონპროექტში არის ჩანაწერი, რომ ყველანაირი ამ ტიპის რეკლამა იკრძალება ქვეყანაში. ალბათ ხშირად შეგხვედრიათ სოციალური ქსელებით და სხვადასხვა საშუალებით ქუჩებში, მეტროებში შეთავაზებებია როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ სუროგაციასთან, ინ ვიტრო განაყოფიერებასთან დაკავშირებით. კანონით სამწუხარო პრაქტიკა დარეგულირდება“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ,,სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული”- მთავრობა კანონპროექტზე მუშაობს

მეტი...

კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა ათამდე გაიზარდა

კახოვკის კაშხლის გარღვევის შედეგად აფეთქების რაოდენობა ათამდე გაიზარდა. ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრმა იგორ კლიმენკომ ეროვნული ტელემარეთონის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე ხერსონის რაიონში 8 უკრაინელი დაიღუპა, 2 – მიკოლაევის ოლქში, 42 ადამიანი დაკარგულად ითვლება, მათ შორის შვიდი ბავშვი. კლინკენკოს განცხადებით, ეს არის მხოლოდ მარჯვენა სანაპიროს მონაცემები, რომელიც უკრაინის კონტროლს ექვემდებარება. მინისტრის თქმით, მარცხენა სანაპიროზე დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ჯერ გადამოწმებული არ არის. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხერსონში სხვა რეგიონებიდან გაგზავნეს კომუნალური სამსახურების დამატებითი ძალები, ასევე სპეციალური ტექნიკა. სამინისტროს ინფორმაციით, ყოველდღიურად სასმელი და მდინარის წლის 150-მდე…

მეტი...

რუსებმა ავდიივკას რაკეტებით შეუტიეს – არიან დაშავებულები

12 ივნისს, გამთენიისას, რუსეთის ძალებმა  დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკას თვითმფრინავიდან შეუტიეს, რის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე პაველ კირილენკო ავრცელებს. ,,რაშისტებმა კიდევ ერთხელ დაარტყეს ქალაქს დღეს დილით, 09:10 საათზე, ორი რაკეტით. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ ყოფილა”,- განაცადა კირილენკომ.

მეტი...

„ხელისუფლების ზოგადი მიდგომაა საპოლიციო რეჟიმის შექმნა ეკონომიკაში – შემოთავაზებული კანონპროექტი საპოლიციო, სადამსჯელო და რუსული სულისკვეთებისაა!“- კახა ოქრიაშვილი

,,პარლამენტში იხილება კანონპროექტი, რომლის მთავარი მიზანია, ჯანდაცვის სამინისტროს მაკონტროლებელი ნაწილის საპოლიციო ორგანოდ ქცევა, გაფართოებული უფლებამოსილებითა და დასჯითი და სააღსრულებო მექანიზმების მინიჭებით, სასამართლოს ჩარევის გარეშე,”- ამის შესახებ პარტია „პროგრესი და თავისუფლებას“ ლიდერი კახა ოქრიაშვილი აცხადებს. მისი თქმით, აღნიშნული კანონპროექტი საპოლიციო, სადამსჯელო და რუსული სულისკვეთებისაა. ,,საქართველოს პარლამენტში იხილება კანონპროექტი, რომლის მთავარი მიზანია, ჯანდაცვის სამინისტროს მაკონტროლებელი ნაწილის საპოლიციო ორგანოდ ქცევა, გაფართოებული უფლებამოსილებითა და დასჯითი და სააღსრულებო მექანიზმების მინიჭებით, სასამართლოს ჩარევის გარეშე. ეს არის სტრატეგიული საკითხი! ცალკე უბედურებაა სასამართლო სისტემის დაბალი სანდოობა და გაცილებით უარესია სასამართლოს ჩახსნა სამეწარმეო პროცესიდან. ჯანდაცვა, როგორც სხვა ნებისმიერი დარგი,…

მეტი...

,,მოქალაქე, რომელსაც სურს, იყოს დონორი ან სუროგატი, უნდა მოქმედებდეს უანგარობის პრინციპიდან გამომდინარე”- ზურაბ აზარაშვილი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ, ახალ ინიციატივაზე ისაუბრა, რომლის თანახმად სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული. მინისტრის თქმით,  ევროპის ქვეყნების უმეტესობაში სუროგაციის გზით ბავშვით დაბადება საერთოდ აკრძალულია. „ერთი მნიშვნელოვანი და პრინციპული, რაც ამ კანონით რეგულირდება, არის უანგარობის პრინციპი. თუნდაც საქართველოს ის მოქალაქე, რომელსაც სურს, იყოს დონორი ან იყოს სუროგატი, უნდა მოქმედებდეს უანგარობის პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ და მხოლოდ შეუძლია, მიიღოს ის კომპენსაცია, რაც ამ პროცესთან დაკავშირებით უხერხულობას შეიძლება, ახლდეს თან; ან სამედიცინო გამოკვლევებს, შემდეგ მშობიარობას და ამ ხარჯებთან დაკავშირებულს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ,,სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება…

მეტი...

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ინ ვიტრო განაყოფიერებაც აიკრძალება

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, 2024 წლის პირველი იანვრიდან არასაქართველოს მოქალაქეებისთვის იზღუდება სხვადასხვა რეპროდუქტიული მეთოდებით როგორც ინ ვიტრო განაყოფიერება, ისე სუროგაცია. მისივე თქმით, კანონპროექტი პარლამენტს მიმდინარე კვირაში გაეგზავნება. „2024 წლის პირველი იანვრიდან არასაქართველოს მოქალაქეებისთვის იზღუდება სხვადასხვა რეპროდუქტიული მეთოდებით როგორც ინ ვიტრო განაყოფიერება, ისე სუროგაცია. მოგეხსენებათ, დემოგრაფიულ პრობლემასთან დაკავშირებით ქვეყანაში სხვადასხვა ღონისძიებას მივმართავთ. ეს შეიძლება, იყოს ერთ-ერთი შესაძლებლობა, საშუალება დემოგრაფიული მიმართულებით. მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის ვტოვებთ როგორც ინ ვიტრო განაყოფიერებას, ისე სუროგაციას. კანონპროექტი პარლამენტს მიმდინარე კვირაში გაეგზავნება, ვფიქრობთ, შემოდგომაზე უკვე დამტკიცდება, ხოლო 2024 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში და პრობლემა ერთხელ…

მეტი...

,,ამაღამ შევხვდებით საქართველოს პრემიერ-მინისტრს”- პაველ ჰერჩინსკი

„შემიძლია, დავადასტურო, რომ ამაღამ შევხვდებით საქართველოს პრემიერ-მინისტრს. ამას მისი მოწვევით ვაკეთებთ, ეს ინიციატივა პრემიერ-მინისტრს ეკუთვნის, თუმცა ჩვენ ერთმანეთს ვხვდებით რეგულარულად,”- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა. ელჩი მიიჩნევს, რომ  უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიურ საზოგადოებასა და პრემიერ-მინისტრს შორის, ასევე მთავრობას, ყველა მინისტრს შორის ინფორმაციის მიმოცვლა იყოს რაც შეიძლება ინტენსიური. ,,ჩვენ მიგვიწვია პრემიერ-მინისტრმა. რამდენადაც ვიცი, ეს მიწვევა მიიღო საქართველოში მყოფმა ევროკავშირის ყველა ქვეყნის ელჩმა, ისევე როგორც იმ ელჩებმა, რომლებიც სხვა რეგიონებიდან მუშაობენ საქართველოში. არ ვიცი, რამდენი კოლეგა დაესწრება შეხვედრას. ვიმედოვნებ, რომ ყველა მათგანი იქ იქნება. რამდენადაც ინიციატივა პრემიერ-მინისტრის ოფისიდან მოდის,…

მეტი...

უკრაინულმა ძალებმა ზაპოროჟიეს რეგიონში კიდევ ერთი სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინელმა ჯარისკაცებმა ზაპოროჟიეს რეგიონში, სოფელი ნოვოდაროვკა გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს ცალკეული ტერიტორიული დაცვის ბრიგადა სოციალურ ქსელში ავრცელებს. ბრიგადის ცნობით, რამდენიმე დღის განმავლობაში მტერი არაერთხელ ცდილობდა დასახლებული პუნქტის დაბრუნებას, მაგრამ არ გამოუვიდა. „2023 წლის 4 ივნისს, თავდაცვითი ოპერაციის ფარგლებში, სოფელი ნოვოდაროვკა განთავისუფლდა ოკუპანტებისგან მექანიზებული ქვედანაყოფისა და ზაპორიჟჟიას ცალკეული ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის გაერთიანებული მოქმედებებით“, – ნათქვამია ანგარიშში.

მეტი...

,,თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში დავიწყებთ ხილული გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალებების გზებზე კონტროლს”- პრემიერი

,,მიმდინარე წლიდან თბილისში, რუსთავში, ბათუმსა და ქუთაისში დავიწყებთ ხილული, ჭარბი გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალებების გზებზე კონტროლს,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, შესაბამისი კონტროლი სპეციალური აპარატურის საშუალებით მოხდება. „6 წელია საწვავზე მაქსიმალურად დიდ კონტროლს ვაწარმოებთ, ხარისხი მოწმდება, სისტემატიურად. გეტყვით, რომ ჩვენ სხვა კომპლექსური ღონისძიებები დავგეგმეთ. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ეს გაუმართავი ავტომობილები რიგ შემთხვევაში ბიზნესად არის გადაქცეული. ე. წ. კატალიზატორების საკითხი და პრობლემა. ჩვენ ამის თაობაზე საკითხი შევისწავლეთ და ვთქვით, რომ აუცილებელია კატალიზატორების ექსპორტის შეჩერება. ამიტომ, ცალკე დადგენილებას გამოვცემთ და ქვეყნიდან კატალიზატორების გატანა აიკრძალება. …

მეტი...

როენა ხუცურაული საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

როენა ხუცურაული, მეტსახელად “მამიდა” საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მისი გარდაცვალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. გარდაცვლილის სახლში ამჟამად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. მომხდარის დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

მეტი...

,,არავინ არ იცის აქ დაბადებული ბავშვი ვის გაჰყავს, შეიძლება ერთსქესიან წყვილებს გაჰყავთ”- პრემიერი სუროგაციაზე

ვმუშაობთ კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, უცხოეთის მოქალაქეებს ბიზნესად აქვთ ქცეული და ბოლო წლებია, საერთოდ არავითარი რეგულაცია არ არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით. ,,ამას წინათ გვქონდა ჩვენ მთავრობის სხდომაზე მსჯელობა ამასთან დაკავშირებით, ძალიან ბევრი რეკლამები ვრცელდება და ჩვენს მოქალაქეებს, ქალბატონებს სთავაზობენ ე.წ. სარფიან ბიზნესს. შემდეგ არავინ არ იცის აქ დაბადებული ბავშვი ვის გაჰყავს, რომელ წყვილს გაჰყავს, არსებობს ინფორმაციები, შეიძლება ერთსქესიან წყვილებს გაჰყავთ აქ დაბადებული ბავშვები და უამრავი პრობლემა შეიძლება იყოს. სხვა სირთულეებსაც გადააწყდა ჯანდაცვის სამინისტრო.…

მეტი...

,,სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული”- მთავრობა კანონპროექტზე მუშაობს

,,ვმუშაობთ კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, დემოგრაფიის საკითხებზე მომუშავე საბჭოზე ერთ-ერთი პრობლემური საკითხი, რაც გამოიკვეთა, სუროგაცია და ამასთან დაკავშირებული პრობლემებია, უცხოეთის მოქალაქეებს ბიზნესად აქვთ ქცეული ეს საკითხი და ამ საკითხზე არავითარი რეგულაცია არ არსებობს. „ერთ-ერთი პრობლემური საკითხი, რაც გამოიკვეთა, ეს არის სუროგაცია და ზოგადად ამასთან დაკავშირებული პრობლემები. იცით, რომ უცხოეთის მოქალაქეებს ბიზნესად აქვთ ქცეული ეს საკითხი და ბოლო წლებია საერთოდ არავითარი რეგულაცია არ არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ შევისწავლეთ ევროპის მაგალითები, ბატონი ზურა აზარაშვილის უწყება…

მეტი...

,,აუცილებელია კატალიზატორების ექსპორტის შეჩერება, ქვეყნიდან კატალიზატორების გატანა აიკრძალება”- ირაკლი ღარიბაშვილი

აუცილებელია კატალიზატორების ექსპორტის შეჩერება. ამიტომ, ცალკე დადგენილებას გამოვცემთ და ქვეყნიდან კატალიზატორების გატანა აიკრძალება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, ჰაერის დაბინძურების მიმართულებით აღნიშნული საკითხი მთავარი პრობლემის გამომწვევია. „6 წელია საწვავზე მაქსიმალურად დიდ კონტროლს ვაწარმოებთ, ხარისხი მოწმდება, სისტემატიურად. გეტყვით, რომ ჩვენ სხვა კომპლექსური ღონისძიებები დავგეგმეთ. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ის, რომ ეს გაუმართავი ავტომობილები რიგ შემთხვევაში ბიზნესად არის გადაქცეული. ე. წ. კატალიზატორების საკითხი და პრობლემა. ჩვენ ამის თაობაზე საკითხი შევისწავლეთ და ვთქვით, რომ აუცილებელია კატალიზატორების ექსპორტის შეჩერება. ამიტომ, ცალკე დადგენილებას გამოვცემთ და ქვეყნიდან კატალიზატორების გატანა…

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარი ცხოველების მასობრივ ანტირაბიულ ვაქცინაციას ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო მიუსაფარი ცხოველების მასობრივ ანტირაბიულ ვაქცინაციას ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს. ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ, სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ამჯერად დემეტრე თავდადებულის, იოანე პეტრიწის, ხატაეთის და ფატმანის ქუჩების ბინადარ ცუგებსა და კატებს ჩაუტარა. ანტირაბიული ვაქცინაცია ცხოველს წელიწადში ერთხელ უტარდება, ამიტომ რევაქცინაცია წინა აცრის თარიღის გათვალისწინებით ხდება. ,,მიუსაფარი ცხოველების ვაქცინაციას სააგენტო მიმკედლებლებთან კოორდინაციით ახორციელებს, ხოლო პატრონიანი ცხოველების შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მეპატრონე ვალდებულია, თავად უზრუნველყოს ცხოველის ყოველწლიური აცრის ჩატარება. სააგენტო მადლობას უხდის ქუჩის ბინადარი ცხოველების მიმკედლებლებს, რომლებიც აცრების დაგეგმვასა და განხორციელებაში სააგენტოსთან ინტენსიურად თანამშრომლობენ. ასევე, სააგენტო მეპატრონეებს საკუთარი ცხოველების…

მეტი...

საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება

საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება. აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მიღებული გადაწყვეტილება არ შეეხება ქვეყანაში უკვე არსებულ ავტომობილებს, როგორც რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნებისთვის შემოსულ ავტომანქანებს. „გადავწყვიტეთ, რომ ქვეყანაში ავტომობილების „ევრო 5“-ის სტანდარტი შემოვიღოთ. ეს პრაქტიკაში ნიშნავს, რომ 2013 წლამდე ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება. ჩვენი სურვილი და გადაწყვეტილება ასეთია, რომ რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისთვის ძალაში შევიდეს 2024 წლის პირველი იანვრიდან, ხოლო ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილებისთვის 2025 წლის პირველი იანვრიდან. ამაზე ჯერ კიდევ ვმსჯელობთ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.    

მეტი...

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ დიღმის მასივში, ძაღლების გასეირნებასთან დაკავშირებული საინფორმაციო დაფები განათავსა

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტომ ძაღლების გასეირნებასთან დაკავშირებული საინფორმაციო დაფები ამჯერად დიღმის მასივში განათავსა. ამის პარალელურად, სააგენტოს ეკიპაჟები აღნიშნულ მისამართებზე მეპატრონეების მიერ გასეირნებასთან დაკავშირებული წესების დაცვას და რეგისტრაციის ვალდებულების შესრულებას ინტენსიურ რეჟიმში ამოწმებენ. სააგენტოს თანამშრომლები ცხოველების მეპატრონეებს მათი პასუხისმგებლობის შესახებ ინფორმაციას აწვდიან. აღნიშნული აქტივობის მიზანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება, გასეირნების წესების დარღვევებისა და გარემოს დაბინძურების პრევენცია, ცხოველების რეგისტრაციის წახალისება. 07:00 საათიდან 23:00 საათამდე პერიოდში ძაღლების (გარდა დეკორატიული ჯიშის ძაღლებისა) გასეირნება, ნებადართულია, მხოლოდ მოკლე საბმელით, ან საბმელითა და ალიკაპით. ხოლო, 23:00 საათიდან 07:00 საათამდე პერიოდში ნებადართულია, მოკლე საბმელით, ან საბმელითა და ალიკაპით, ან მხოლოდ…

მეტი...

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა  „ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების პროექტზე  პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილა და მხარი არ დაუჭირა.  მოტივირებული შენიშვნები დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ გააცნო. მისი თქმით, პრეზიდენტმა ხელი არ მოაწერა უმრავლესობის ინიციატივით მიღებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის თანახმად,  ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის – პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღება ხდება. ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს. პრეზიდენტის მიერ წარდგენილი მოტივირებული შენიშვნები  კანონის მოქმედი რედაქციის უცვლელად შენარჩუნებას გულისხმობს. ამასთან, აღნიშნულია, რომ  პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა არ იქნას შემოღებული, ხოლო ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის დროს ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტის მიერ მისი მოვალეობის…

მეტი...

,,საერთოდ არსებობს ოპოზიცია? ერთადერთი, რითაც შემოიფარგლებიან ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული განცხადებებია”- კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ოპოზიცია ევროინტეგრაციის გზაზე მხოლოდ საბოტაჟით გამოირჩევა. როგორც მან მედიასთან შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განმარტა, ოპოზიცია ცდილობს, საქართველომ კანდიდატის სტატუსი ვერ მიიღოს, რასაც შემდეგ ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყენებენ. „საერთოდ არსებობს ოპოზიცია? ერთადერთი რითაც შემოიფარგლებიან – განცხადებებია ქვეყნის წინააღმდეგ. მათი ქმედებები საბოტაჟისკენაა მიმართული. ყველაფერს აკეთებენ, რომ საქართველოს სტატუსის მიღებაში ხელი შეუშალონ, ისევე როგორც ვიზალიბერალიზაციის, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებისას. ყველაფერს აკეთებენ, როგორმე ქვეყანამ სტატუსი არ მიიღოს. შემდეგ ექნებათ მცდელობა, რომ ეს ხელისუფლების წინააღმდეგ გამოიყენონ“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისი თქმით, არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიციის ქმედებებს, მმართველ პარტიას ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. „ოპოზიცია…

მეტი...

,,ნაციონალური მოძრაობა“ იდგა ძალმომრეობაზე, შანტაჟზე, ამ ყველაფრის გვირგვინი ახლა არის ჩემი ხაბე”- ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობაში“ ლოგიკური პროცესი, პოლიტიკური რადარებიდან გაქრობა მიმდინარეობს. მისი თქმით, ოპოზიციური პარტიის უკან ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი დგანან. „ლოგიკური პროცესი მიდის „ნაციონალურ მოძრაობაში“. ეს არის პარტიის გაქრობა პოლიტიკური რადარებიდან. ეს პარტია იდგა ძალმომრეობაზე, შანტაჟზე, მუქარაზე, ჩაშვებაზე. ახლა ამ ყველაფრის გვირგვინი არის ჩემი ხაბე. რა მომავალი უნდა ჰქონდეს იმ პარტიას, როცა „ნაცმოძრაობას“ განახლებული დაარქვეს და მის უკან ვინ დგანან? – მერაბიშვილი და კეზერაშვილი, ვისაც ევროპამ „მისტერ ოფშორი“ დაარქვა და ევროპელ პენსიონრებს ძარცვავს. ქართული ჯარი უკვე გაძარცვული ჰყავს და ამაზე მისჯილი აქვს“, – განაცხადა ირაკლი…

მეტი...

„ხელისუფლების ცვლილება" – ეს არის მათი ოცნება, თუმცა ქვეყნის მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა იცის, როგორ იმოქმედოს”- კალაძე ოპოზიციაზე

დედაქალაქის მერი მედიასთან საუბრისას გამოეხმაურა ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანას ხელისუფლების შეცვლის გარეშე კანდიდატის სტატუსის მიღება გაუჭირდება. კახა კალაძის თქმით, ოპოზიციის მთავარ ოცნებას სწორედ ხელისუფლების ცვლილება წარმოადგენს, თუმცა ქვეყნის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა კარგად იცის, როგორ უნდა იმოქმედოს მომავალ არჩვენებზე. „ხელისუფლების ცვლილება – ეს არის მათი ოცნება. თუმცა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა ძალიან კარგად იცის, თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს და როგორ უნდა იმოქმედოს, 2024 წლის არჩევნები მაქვს მხედველობაში. რაც შეეხება სტატუსს, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს 12-პუნქტიანი გეგმის შესასრულებლად, კონკრეტულ ნაბიჯებს დგამს, რომელიც ივნისის ბოლოს მთლიანად…

მეტი...

,,როდესაც ზვიგენი გავკვეთეთ, შიგნით გარდაცვლილის თავი და ხელი ვიპოვეთ”- ეგვიპტეში ზვიგენმა მამაკაცი შეჭამა

ზვიგენი, რომელმაც ეგვიპტეში რუსი მამაკაცი შეჭამა დაიჭირეს და მისი ლაბორატორიული გამოკვლევა დაიწყეს. როგორც მეთევზეები ეგვიპტურ მედიასთან საუბარში აცხადებენ, ზვიგენის დაჭერა მოგვიანებით მოხერხდა. „როდესაც ის გავკვეთეთ, შიგნით გარდაცვლილის თავი და ხელი ვიპოვეთ”,- აცხადებენ მეთევზეები. ზვიგენმა 23 წლის რუსი ჰურგადას სანაპიროზე შეჭამა, შემთხვევა ნაპირიდან 30 მეტრში მოხდა. ირგვლივ უამრავი ხალხი იყო, მაგრამ, როგორც გარდაცვლილის მამამ თქვა, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა და  რაიმე სახის დახმარება ვერ შეძლეს. გარდაცვლილი 1999 წელს დაბადებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. ის ეგვიპტეში წელს გადავიდა საცხოვრებლად.

მეტი...

,,მინდა მჯეროდეს, რომ სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ და კანდიდატის სტატუსს მოგვცემენ”- კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე იმედოვნებს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს და ამასთან დაკავშირებით, სამართლიანი გადაწყვეტილეება იქნება მიღებული. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიის შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. „მინდა მჯეროდეს, რომ გადაწყვეტილება იქნება სამართლიანი და მოგვცემენ სტატუსს. თუ ისევ არასამართლიანი – ის პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომლის მცდელობაც წინაზე ჰქონდათ, რათა იგი ქვეყანაში არასწორად გამოეყენებინათ, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია, მაგრამ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ამ ყველაფერს დაინახავს. არ მინდა, რომ უსამართლო გადაწყვეტილებით, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობაში იმედგაცრუება და ევროპის მიმართ სკეპტიციზმი გაჩნდეს“,- აღნიშნა კახა კალაძემ

მეტი...

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი გარდაიცვალა

იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი სილვიო ბერლუსკონი  86 წლის ასაკში გარდაიცვალა. იტალიური მედიის ცნობით, ის მილანის სან რაფაელეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. ბერლუსკონი აპრილში  მკურნალობდა ფილტვის ინფექციაზე, რომელიც დაკავშირებულია ქრონიკული ლეიკემიის მანამდე გაურკვეველ შემთხვევასთან.

მეტი...

,,პრეზიდენტს ვერავინ უკარნახებს, ვისი კანდიდატურა წარადგინოს“- გიორგი მსხილაძე

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, გიორგი მსხილაძე აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის ორ კანდიდატს პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარუდგენს. მისი თქმით, პრეზიდენტს ვერავინ უკარნახებს, ვისი კანდიდატურა წარადგინოს. „პრეტენზიები იყო იმის თაობაზე, რომ კანდიდატები არ წარმოვადგინეთ, თუმცა ორი წლის წინ ეროვნული ბანკის წევრობის კანდიდატები წარმოვადგინეთ და პარლამენტმა ისინი წელიწადზე მეტხანს არ განიხილა. ერთი წლის შემდეგ კი, ერთი კანდიდატურა ჩავარდა, ერთმა თავისი კანდიდატურა მოხსნა. რაც შეეხება საბოტაჟში დადანაშაულებას, თუ იმას გულისხმობენ, რომ ის კანდიდატურები არ წარმოვადგინეთ, რომლებიც მათ სურდათ, ეს სხვა საკითხია. ლაშა ხუციშვილის კანდიდატურა განიხილებოდა, უბრალოდ, პრეზიდენტმა საბოლოოდ ეს გადაწყვეტილება მიიღო.…

მეტი...