„სამწუხაროა, რომ რეკომენდაციების შესრულებაში ჩართულია მხოლოდ ხელისუფლება“ – კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ევროპული რეკომენდაციების შესრულებაში მხოლოდ ხელისუფლებაა ჩართული, ოპოზიცია კი პირიქით, ამ პროცესს ხელს უშლის. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის განცხადების კომენტირებისას განუცხადა. „რა თქმა უნდა, ჩვენ ვუერთდებით სურვილს, რომ ყველა რეკომენდაცია შესრულდეს. სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ამ რეკომენდაციების შესრულებაში მონაწილეობს მხოლოდ ხელისუფლება. ოპოზიცია სრულებით არ არის ჩართული, მეტიც, ის დაკავებულია იმით, რომ ხელი შეუშალოს ამ პროცესს, ხელი შეუშალოს საქართველოს ევროინტეგრაციის რთულ გზაზე. ახალი არაფერია, როგორც წლების წინ მიმდინარეობდა მცდელობა, რომ ხელი შეეშალათ ქვეყნის ვიზალიბერალიზაციისა და ასოცირების ხელშეკრულებისთვის, დარბოდნენ ბრიუსელში კაბინეტებში, დღესაც…

მეტი...

„შეგვიძლია, გამოვიყენოთ ჯარიმა ერთხელ, ორჯერ, სამჯერ, მაგრამ კლინიკები უშაობას მაინც აგრძელებენ“ – თამარ გაბუნია

„ჩვენ შეგვიძლია, გამოვიყენოთ ჯარიმა, ერთხელ, ორჯერ, სამჯერ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კლინიკა აგრძელებს საქმიანობას, თუმცა რისკის შემცველი გარემოებები კლინიკის ოპერირების პროცესში, რა თქმა უნდა, ისევ რჩება“ – აცხადებს ჯნდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია. მისი შეფასებით, ჯარიმები, რაც კლინიკებს დარღვევების გამო ერიცხებათ, საკმაოდ მიზერულია. „სალიცენზიო პირობები, ბუნებრივია, ითვალისწინებს გარკვეულ მოთხოვნებს კლინიკებთან მიმართებაში. მოგეხსენებათ, რამდენად პრობლემური შეიძლება იყოს საავადმყოფოს შიდა ინფექციის გავრცელება მთელი რიგი მძიმე  გამოსავლების გამოწვევის კუთხით. ეს თუ დაირღვა, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ამაზე დროული რეაგირება“,- აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა. თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ ახალი კანონპროექტი…

მეტი...

„რეგულირების სააგენტოს უნდა შეეძლოს, დამოუკიდებლად შევიდეს კლინიკაში, პაციენტის საჩივარზე“ – თამარ გაბუნია

“რეგულირების სააგენტოს უნდა შეეძლოს დამოუკიდებლად შევიდეს პაციენტის საჩივარზე, ან სხვა ინფორმაციის საფუძველზე, რომელიც ხშირად სოციალურ ქსელში ვრცელდება”, – აღნიშნულის შესახებ თამარ გაბუნიამ, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა. მინისტრის მოადგილემ დეტალურად ისაუბრა სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების მანდატის გაზრდის საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით და აღნიშნა,რომ  წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მომზადება მიზნად ისახავს შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოსთვის ეფექტიანი მართვის ინსტრუმენტებით აღჭურვას. მისივე განმარტებით, საკანონმდებლო ცვლილებების მთავარი დანიშნულება სამედიცინო გარემოში პაციენტის საუკეთესო ინტერესების დაცვა, პაციენტის უსაფრთხოება და სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლია. „რეგულირების სააგენტოს მთავარი ფუნქცია პაციენტის უსაფრთხოება და მისი საუკეთესო ინტერესების…

მეტი...

კანადა უკრაინას 500 მილიონი კანადური დოლარით დაეხმარება

უკრაინაში ჩასულმა კანადის პრემიერმა უკრაინელებს საჩუქარი ჩაუტანა. კერძოდ, ჯასტინ ტრუდომ უკრაინაში ყოფნისას განაცხადა, რომ ომში მყოფ ქვეყანას სამხედრო დახმარებისთვის 500 მილიონ კანადურ დოლარს გამოყოფს. ჯასტინ ტრუდო უკრაინაში პრეზიდენტ ზელენსკის შეხვდა, გამართა სხვა შეხვედრებიც და პრეზიდენტს მაქსიმალური მხარდაჭერა დაუდასტურა.  

მეტი...

„ნაცმოძრაობას“ ყველა გასაღები დაკარგული აქვს“ – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით,   „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  საერთო ნიშანია  ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა. მისივე თქმით „ნაცებს“ ყველა გასაღები დაკარგული აქვთ. „ნაცმოძრაობა“ იმ მდგომარეობაში იმყოფება, ყველაფრის გასაღები დაკარგული აქვთ. არანაირი გასაღები არ აქვთ, არც ისეთი და არც ასეთი, რომელზეც ვირტუალურად თავად საუბრობენ. მათი საერთო ნიშანია  ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა. კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ ბრძოლა, დავალების შესრულება და უსამშობლობა, ეს აქვთ მათ საერთო ნიშანი. ამ ნიშნის ქვეშ ერთი სახელი რა დავარქვაო ადამიანი რომ ფიქრობს – „ნაცობა“ – განაცხადა მდიმარაძემ ჟურნალისტებთან. მისი შეფასებით,  ისინი უსამშობლოები არიან და თავისი სამშობლოს წინააღმდეგ იბრძვიან. „დავუშვათ, დღეს…

მეტი...

კანადის პრემიერი უკრაინაშია

კანადის პრემიერ-მინისტრი უკრაინაში იმყოფება. ჯასტინ ტრუდო  კიევში უკრაინელი ჯარისკაცების მემორიალთან იმყოფებოდა. მან უკრაინაში, რუსულ ძალებთა შეტაკებისას დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო და ყვავილებით შემკო. პრემიერი პრეზიდენტ ზელნსკისაც შეხვდება, სადაც თანამშრომლობის მორიგ ეტაპებს განიხილავენ.

მეტი...

უნივერსიტეტში, სტუდენტებმა ირაკლი კობახიძეს რუსული ვალუტა ესროლეს – „მათი ორიენტაცია არეულია“ – აცხადებს კობახიძე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ლექციებს კითხულობდა, ლექციების დასრულების შემდეგ ინცინდენტი მოხდა. რამდენიმე სტუდენტმა, კიბეებზე ჩასვლისას ირაკლი კობახიძეს რუსული ვალუტა ესროლეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი ირაკლი კობახიძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ ეს იყო ოპოზიციური მედიის მოწყობილი პროვოკაცია. „ეს იყო ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ მოწყობილი პროვოკაცია. ისინი იყვნენ მოსულები, იღებდნენ ამ ე.წ. ინციდენტს. სინამდვილეში იყო მოსული „ფორმულასთან“ აფილირებული რამდენიმე ახალგაზრდა, რომელსაც ყოველგვარი ორიენტაცია აქვს არეული. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ამ ახალგაზრდების გადარჩენა.  მათი გადარჩენა შესაძლებელია.  დარწმუნებული ვარ, რომ მათი ორიენტაციის სწორ რელსებზე მოქცევა არის შესაძლებელი“ – აღნიშნა კობახიძემ…

მეტი...

„კადიროველების“ საქართველოში ყოფნა იყო ტყუილი“ – ირაკლი კობიხიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოში „კადიროველები“ არ ყოფილან და გავრცელებული ინფორმაცია “ფეიკი“ იყო. „დადასტურდა, რომ „კადიროველების“ ყოფნა საქართველოში იყო ტყუილი, ჩვეულებრივი „ფეიკი“. ეს დადასტურდა. არავითარი კადიროველების ყოფნა საქართველოში არ დაფიქსირებულა. მარტივი ტყუილი გაავრცელეს, მათ შორის გაავრცელეს ფოტოები, ვითომ იარაღით მყოფი ადამიანების, რაც აღმოჩნდა, რომ საერთოდ არ უკავშირდებოდა იმ პერიოდს, როდესაც ის ავტომობილები დაფიქსირდა საქართველოში“ – აღნიშნა კობახიძემ ჟურნალისტებთან. მისი შეფასებით, რასაც ოპოზიცია აკეთებს, ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებებია. „ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ქმედებები. არ შეიძლება, ასეთი „ფეიკებით“ ებრძოლო საკუთარ ქვეყანას საკუთარ სახელმწიფოს. თქვენ გაავრცელეთ ტყუილი და ჩვენ უნდა მოვიტანოთ მტკიცებულება,…

მეტი...

„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ქართული პოლიტიკიდან უნდა განეიტრალდეს“ – ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გაცხადებით, ოპოზიცია „ნაციონალური მოძრაობისგან“  არაფრით განსხვავდება და ის პოლიტიკური პროცესებიდან უნდა განეიტრალდეს. როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, ეს საჭიროა დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის. „იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, „ნაცმოძრაობა“ ქართული პოლიტიკიდან განეიტრალდება, რაც აუცილებელი პირობაა იმისათვის, რომ ჩვენი დემოკრატიული სისტემა სწორად განვითარდეს. „ნაცმოძრაობაში“ კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ უნდა ვიგულისხმოთ. ვიცით, რომ არავითარი განსხვავება არ არის „ნაციონალურ მოძრაობას“, „ლელოს“, გახარიას, „ევროპულ საქართველოს“, „გირჩს“ და ა.შ. პოლიტიკურ პარტიებს შორის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია არა „ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პარტიის განეიტრალება, არამედ ამ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ჩანაცვლება ჯანსაღი ოპოზიციური ძალებით. მისივე თქმით, ამ ეტაპისთვის, პოლიტიკურ ასპარეზზე…

მეტი...

„ებრძვიან არა „ქართულ ოცნებას“ არამედ, ერთმანეთს მეორე ადგილისთვის“ – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია ძიროთადად დაკავებულია ერთმანეთთან ბრძოლაში. მათი ინტერესი პოლიტიკურ ასპარეზზე მეორე ადგილის დაკავებაა და არა „ქართულ ოცნებასთან“ ბრძოლა. „ყველას ვუსურვებ, რომ 1%-დან ავიდნენ 2%-ზე, 2-დან 34ზე, ეს არის მათი დღევანდელი მოცემულობა. ეს მათი საქმეა – ერთმანეთში კონკურენცია. დღეს ისინი ერთმანეთში იბრძვიან მეორე ადგილისთვის. ებრძვიან არა „ქართულ ოცნებას“ იმისთვის, რომ აიღონ პირველი ადგილი, ისინი ებრძვიან ერთმანეთს მეორე ადგილისთვის, ეს მათი საქმეა, ჩვენი საქმე არ არის“, – განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან. მან ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვევით მიდის. „ნაცმოძრაობას“ წინა არჩევნებზე 30% ჰქონდა, მათი რეიტინგი ჩამოსულია…

მეტი...

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომის მონაწილეებმა მიმდინარე ეკონომიკური პროექტები და სამომავლო გეგმები მიმოიხილეს. განიხილეს ეკონომიკური ზრდის პოზიტიური მაჩვენებლები. როგორც სხდომის მონაწილეებმა აღნიშნეს, მიუხედავად არსებული გამოწვევებისა, საქართველოს ეკონომიკა მდგრადობას ინარჩუნებს და 2023 წლის აპრილში 7.5 %-იანი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში კი ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.3%-ს გაუტოლდა.  აპრილის თვეში  20.4%-ით გაიზარდა ექსპორტის მოცულობა,  2023 წლის პირველ კვარტალში კი ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების ზრდამ 100 %-ს გადააჭარბა. სხდომაზე აღინიშნა, რომ სიღარიბე და უმუშევრობა ისტორიულ მინიმუმზეა. საუბარი შეეხო ინფლაციის კლების პოზიტიურ ტენდენციებს. აღინიშნა, რომ რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე,  2023 წლის მაისში წლიური ინფლაციის დონემ 1.5 პროცენტი შეადგინა, წინა თვესთან…

მეტი...

ხერსონში მოხალისე მაშველებს ცეცხლი გაუხსნეს

ეკოციდის ზონაში, სადაც მოხალისე მაშველები კაშხლის აფეთქების შედეგად წყალდიდობით დაზარალებულებს ეხმარებოდნენ, ოკუპანტის ჯარებმა ცეცხლი გახნა. უკრაინული მხარის ინფორმაციით, არიან დაშავებულები. „ხერსონში ცეცხლი გაუხსნეს მოხალისეებს, რომლებიც კახოვკას ჰესის აფეთქებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს ეხმარებოდნენ. რუსული საარტილერიო დარტყმის შედეგად დაშავდა ორი მამაკაცი, 52 და 25 წლის. ისინი არიან მოხალისეები, რომლებიც დახმარებას უწევდნენ წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს“ – აცხადებს ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ალექსანდრ პროკუდინი. .  

მეტი...

პროკურატურამ გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საუბარი თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე, როცა ჩასაფრებულმა მამაკაცმა კამლაძის დაცვის ობიექტს –გიჩო მარგველაშვილს რამდენჯერმე ესროლა, კამლაძე კი მას გაეკიდა და საპასუხო ცეცხლი გაუხსნა, რის შემდეგაც თავდამსხმელი გარდაიცვალა. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 4 მაისს, საღამოს საათებში, თბილისში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე იმყოფებოდნენ გ. მ. და კერძო პირის დაცვის თანამშრონელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი კ.კ. გოგებაშვილის ქუჩის გადამკვეთი, ბაშალეიშვილის ქუჩიდან მოულოდნელად გ.მ.-ს მიუახლოვდა ს.გ. და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ფეხების მიმართულებით. მიღებული დაზიანებების შედეგად,…

მეტი...

გენერალურ პროკურატურაში ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებზე სტუდენტებთან და მოსწავლეებთან საჯარო ლექცია გაიმართა

საქართველოს გენერალურ პროკურატურაში პროკურორმა ირაკლი ქარდავამ სტუდენტური ორგანიზაცია “ახალგაზრდა კრიმინოლოგთა ჯგუფის“  მოსწავლეებთან და სტუდენტებთან ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებზე საჯარო ლექცია ჩაატარა. შეხვედრაზე პროკურორმა ყურადღება გაამახვილა, ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტის მნიშვნელობაზე. ასევე საუბარი შეეხო ნაფიც მსაჯულთა შერჩევის წესზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებსა და სპეციფიკაზე. საჯარო ლექციაზე განიხილეს  სისხლის სამართლის საქმეების კონკრეტული მაგალითები, რაზეც შეხვედრის მონაწილეებთან გაიმართა დისკუსიაც. შეხვედრის ბოლოს პროკურორმა სტუდენტებს და მოსწავლეებს  საჯარო ლექციაში ჩართულობისთვის და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს საკითხებით დაინტერესებისთვის მადლობა გადაუხადა. აღსანიშნავია, რომ საჯარო ლექციაში მონაწილეობა 40-ამდე მოსწავლემ და სტუდენტმა მიიღო.  საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მსგავსი შეხვედრები სხვადასხვა თემებზე…

მეტი...

დონალდ ტრამპის 37 ბრალდება გასაჯაროვდა

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ პრეზიდენტ ტრამპის ბრალდებები გაასაჯაროვა. მთლიანობაში, საუბარია 37 ბრალდებაზე, რომელიც აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს აქვს წაყენებული. ბრალდებების ერთ-ერთი ნაწილი საიდუმლო დოკუმენტების უკანონო შენახვას, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლას და ყალბი განცხადებებით გამოსვლას უკავშირდება. პრეზიდენტ ტრამპის სასამართლო პროცესი 13 ივნისს ჩაინიშნა. საიდუმლო დოკუმენტების საქმის გარდა, პრეზიდენტს ედავებიან “აშშ-ში ბირთვული შეიარაღების” და “უცხო ქვეყნის ბირთვული შესაძლებლობების” შესახებ დოკუმენტების  სხვა დოკუმენტებთან ერთად შენახვას, რომლებიც დაზვერვის საკითხებთანაა კავშირში. მთლიანობაში, პრეზიდენტის მიმართ არსებული ბრალდებები 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. თავად პრეზიდენტი მის წინააღმდეგ აგორებულ „შავ კამპანიაზე“ საუბრობს და ამ ყველაფერს აშშ-სთვის შავ დღეს უწოდებს. „მე ვარ უდანაშაულო და…

მეტი...

დოკუმენტებზე დაყრდნობით უკრაინა ამტკიცებს, რომ კაშხალი რუსეთის მონაწილეობით აფეთქდა

უკრაინული მხარე  ამტკიცებს, რომ კახოვკის კაშხლის აფეთქება რუსული მხარის მონაწილეობით მოხდა. ქვეყნის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, მათ ხელთ არსებობს რუსეთის სამხედროებს შორის სატელეფონო კომუნიკაციის ჩანაწერი,  სადაც საუბარია  კაშხლის განადგურებაზე. უკრაინის უშიშროების ინფორმაციით, რუსეთის სამხედროები  აღიარებენ, რომ კაშხლის დაზიანება იყო “საბოტაჟის ჯგუფის” მოქმედებების შედეგი, უკრაინის არმიისთვის სირთულეების შექმნის მიზნით. რაც შეეხება რუსულ მხარეს, პრეზიდენტ პუტინის ჩათვლით, აცხადებს, რომ კაშხალი უკრაინულმა მხარემ ააფეთქა.  

მეტი...

„ჩვენ გადავლახავთ ამ კატასტროფის შედეგებს და რუსეთის ბოროტებას“ – პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა მორიგ ვიდეომიმართვაში კაშხლის აფეთქებასა და სტიქიის შედეგებზე ისაუბრა. პრეზიდენტი მოსახლეობას ამხნევებს და აცხადებს, რომ უკრაინა ამ მძიმე დღეებსაც გადალახავს. „არსებობს საკამაოდ ბევრი გამოწვევა, თუმცა ჩვენ ვმუშაობთ, რომ დავძლიოთ ისინი ყველა შესაძლო დონეზე. მნიშვნელოვანია,  რომ პოტენციალი არსებობს. დარწმუნებული ვარ, რაც არ უნდა რთული იყოს, ჩვენ გადავლახავთ ამ კატასტროფის შედეგებს და რუსეთის ბოროტებას. მადლობას ყველას, ვინც უკვე ეხმარება და ვინც უკრაინას ეკითხება, თუ როგორ დაეხმაროს. მადლობელი ყველას, ვინც  მონაწილეობს სამაშველო ოპერაციებში, დაეხმარეთ ადამიანებს, ცხოველებს, ყველა ცოცხალ არსებას“, – აცხადებს პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში. შეგახსენებთ, რომ კახოვკაში კაშხლის აფეთქებამ უკრაინაში ეკოცოდი გამოიწვია. 13-ზე…

მეტი...

დონალდ ტრამპს ბრალდება წარუდგინეს

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ბრალდებები ოფიციალურად წარუდგინეს. საუბარია საიდუმლო დოკუმენტების საქმეზე. როგორც ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატი აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფს  ბრალდებები ჯაშუშობის აქტის ფარგლებში ემუქრება. ასევე, ტრამპს ედავებია  მართლმსაჯულების აღსრულებაში ხელის შეშლას. გამძიების ინფორმაციით, ტრამპი საიდუმლო დოკუმენტებს მარ-ა-ლაგოს სახლის სამეჯლისო დარბაზში, აბაზანაში, საძინებელ ოთახში, საოფისე სივრცესა და საწყობში ინახავდა. ასევე საქმეში არსებობს ორი ეპიზოდი, როცა პრეზიდენტმა საიდუმლო დოკუმენტები სხვა პირს გადასცა.  

მეტი...