„მედიაცენტრი მთავარი“ სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით „ჯორჯოან ეარვეისის“ დამფუძნებელ თამაზ გაიაშვილს ექსკლუზიურად ესაუბრა. ერთ-ერთი კითხვა, რომელიც მას დავუსვით, საქართველოს პრეზიდენტთან დაპირისპირებას ეხება.
„მედიაცენტრი მთავარი:“ სალომე ზურაბიშვილზევ გკითხვავთ, სადმე ფრენა რომ დასჭირდეს, უარს ეტყვით?
თამაზ გაიაშვილი: მას ჩვენი ავიაკომპანია არ მოემსახურება, თუ ქართველი ხალხის წინაშე ბოდიშს არ მოიხდის. ასევე, ავიაკომპანიის თანამშრომლებს უნდა მოუხადოს ბოდიში.
„მედიაცენტრი მთავარი:“ დაფრინავდა თქვენი ავიაკომპანიით?
თამაზ გაიაშვილი: რასავირველია.
„მედიაცენტრი მთავარი:“ თუ არ მოემსახურებით, სხვა ავიაკომპანიით ისარგებლეს, არც ესაა პრობლემა…
თამაზ გაიაშვილი: წავიდეს, გაფრინდეს.
„მედიაცენტრი მთავარი:“ ადრეც ჰქონდათ თქვენ უკმყოფილება?
თამაზ გაიაშვილი: არა, არაფერი. თამაშობს და ითამაშოს.