,,ქვეყანაში დღეს გვაქვს მშვიდობა, რომელიც ზოგიერთ ომზე რთული გადასატანია”- მამუკა მდინარაძე

,,ჩვენ გვაქვს დღეს ქვეყანაში მშვიდობა, რომელიც, თავისუფლად შეიძლება ითქვას, ზოგიერთ ომზე რთული გადასატანია, განსაკუთრებით, გუნდის ლიდერებისთვის,”- ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ამასს არავის აყვედრიან, რადგან ამ ყველაფერს სამშობლოსთვის აკეთებენ.

,,თავის დროზე ჩვენ თავი შევიკავეთ იმ ამბების გახმოვანებისგან, რაზეც, მაგალითად, „ხალხის ძალა“ საუბრობდა და ერთადერთი წინააღმდეგობა ჩვენს შორის იყო ის, ამ საკითხებზე უნდა გველაპარაკა თუ არ უნდა გველაპარაკა. მათ გადაწყვიტეს, რომ უფრო მეტის თქმაა საჭირო. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამის გარეშეც გავივლიდით და არ დავზიანდებოდით ისე, რომ რაღაც სერიოზული საფრთხე შექმნოდა ჩვენს ქვეყანას. ჩვენ ამას ვახერხებთ დღეს. ჩვენ გვაქვს დღეს ქვეყანაში მშვიდობა, რომელიც, თავისუფლად შეიძლება ითქვას, ზოგიერთ ომზე რთული გადასატანია, განსაკუთრებით, გუნდის ლიდერებისთვის, თუმცა ამას არავის ვაყვედრით, რადგან ამ ყველაფერს ჩვენ ჩვენი სამშობლოსთვის ვაკეთებთ“, – განაცადა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები