„ნაციონალურ მოძრაობას“ ეშინია, რომ ცვლილებებით კიდევ უფრო დაიშლება მათი ფრაქცია”- დეკანოიძე რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე

ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე მისი და რომან გოცირიძის ინიციატივასთან დაკავშირებით „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაკეთებულ განცადებებს პასუხობს. დეკანოიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ ეშინია, რომ რეგლამენტში ცვლილებებით უფრო დაიშლება ფრაქცია.

,,მართლა გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო ამხელა ფოკუსი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ამ ჯგუფზე, როდესაც უდიდესი პრობლემები აქვთ პარტიაში, ასევე პარტიის გარეთაც. არავის შევყვები და ნამდვილად არ მაინტერესებს ტალახის უკან სროლა. გაუგებარია, ტალახის სროლა რას ემსახურება. „ნაციონალურ მოძრაობას“ ეშინია, რომ ამ ცვლილებებით კიდევ უფრო დაიშლება მათი ფრაქცია, რადგან პარტიაში რთული მდგომარებაა და ეს ფრაქციაში არ აისახოს. როგორც მივხვდი, ფრაქციის დაშლას ისედაც აპირებენ, ისეთი განცხადება მოვისმინე, რომ პატარა ჯგუფები უნდა გავაკეთოთ ამ ცვლილებების შემდეგო“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ცნობისთვის, საუბარია რეგლამენტში შესატან ცვლილებებზე, რომლის მიღების შემთხვევაში, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასული დეპუტატები პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ.

 

მსგავსი თემები