,,ბოლშევიკური ტროიკა“ აწარმოებს კამპანიას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ”- ირაკლი კობახიძე

„ბოლშევიკური ტროიკა“ დადის ევროკავშირის დერეფნებში და აწარმოებს კამპანიას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ,” – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროასა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერები აწარმოებენ აგიტაციას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის წინააღმდეგ.

„ეს არის ერთგვარი „ბოლშევიკური ტროიკა“, მათ ძალიან უხდებათ ეს სახელი. ისინი ვერც მალავენ, რომ აწარმოებენ აგიტაციას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის წინააღმდეგ. ევროკავშირის დერეფნებში დადიან და აწარმოებენ კამპანიას კანდიდატის სტატუსის წინააღმდეგ. ეს არის ანტისახელმწიფოებრივი მოვლენა და ისინი პირდაპირ არღვევენ კონსტიტუციის 78-ე მუხლს, რომლის მიხედვით, თითოეული დეპუტატი უნდა იყოს პასუხისმგებელი ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით ნაბიჯების გადადგმაზე. ამ პირობებში პირდაპირ აწარმოებენ აგიტაციას სტატუსის წინააღმდეგ, ადრე აწარმოებდნენ აგიტაციას ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ და ეს ყველაფერი აჩვენებს მათ დამოკიდებულებას საკუთარი სახელმწიფოს, ქვეყნის მიმართ. ისინი პირდაპირ არიან ჩართული ანტისახელმწიფოებრივ კამპანიაში, რომლის მიზანია, საქართველომ არ მიიღოს სტატუსი“, – განაცხადა კობახიძემ.

მსგავსი თემები