,,ვიყავი წირვაზე, როგორც იერარქი”- მეუფე ნიკოლოზი

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი  მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მონაწილეობა მიიღო წირვაში და მისი აზრი უთხრა რუსეთის პატრიარქს. მისივე თქმით, ვიზიტი არ ყოფილა საქართველოს საპატრიარტოს გადაწყვეტილება.

,,ეს არ არის ჩვენი საპატრიარქოს გადაწყვეტილება, რომ მე წირვაზე გამოვეგზავნე აქ მის იუბილეზე დასასწრებად. მე ლოცვა-კურთხევით წამოვედი მოსკოვში და ეს სრულიად არ ნიშნავს არც პოლიტიკურ მხარდაჭერას, არც პოზიციების გაზიარებას, არც არავითარ თანხმობას კიდევ რაიმე მოქმედებაზე.  ეს არის საღვთო ლიტურგია, ეს არის თანამონაწილეობა საღვთო ლიტურგიაში, რომელიც პირიქით, მეტ საშუალებას გვაძლევს ჩვენ, რომ ჩვენი საკითხები დავაყენოთ, სწორად დავილაპარაკოთ, მისგანაც სწორი პასუხები მოვისმინოთ ყველაფერზე, ეს იძლევა ამის საშუალებას.

მე ვიყავი წირვაზე პატრიარქ კირილესთან და რუსეთის ეკლესიის მღვდელმთავრებთან, მივიღე წირვაში მონაწილეობა, ვეზიარე და ჩემი აზრი ვუთხარი პატრიარქს, როდესაც შევხვდით ერთმანეთს, როდესაც მქონდა საშუალება მისთვის მიმელოცა მისი ანგელოზის დღე და რამდენიმე სიტყვა მეთქვა მხოლოდ. არაფერი საერთო მე მასთან არ მაქვს, რუსეთის პატრიარქი რუსეთის ქვეყნის პრეზიდენტს რა მადლობას გადაუხდის, ეს იქნება რაიმე პოლიტიკური ხასიათის განცხადება, თუ ეს იქნება რაიმე პირადი მათი ურთიერთობა, არაფერი საერთო მე ამასთან არ მაქვს, არაფერი არ მიგრძნია საერთოდ, რა უნდა მეგრძნო, მე ვიყავი წირვაზე, როგორც იერარქი”, – განუცხადა მეუფე ნიკოლოზმა მთავარ არხს.

ცნობისთვის, მეუფე ნიკოლოზი მოსკოვში წმ. კირილესა და მეთოდეს ხსენების დღეს რუსეთში იმყოფებოდა.

მსგავსი თემები