კობა კობალაძემ, არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე, გენერალ ჯონ მალხაზ შალიკაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო

ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ მაიორმა კობა კობალაძემ, ვაშინგტონში, არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე, გენერალ ჯონ მალხაზ შალიკაშვილის საფლავი გვირგვინით შეამკო. კობა კობალაძემ, საქართველოს თავდაცვის ატაშემ აშშ-სა და კანადაში, პოლკოვნიკმა, რობერტ არღვლიანმა, მისმა მოადგილემ, ნიკოლოზ ჯაჭვაძემ და არლინგტონის ეროვნული სასაფლაოს გენერალური შტაბის უფროსმა, პოლკოვნიკმა მაიკლ ერ ბინეტმა, ქართული წარმოშობის ამერიკელი გენერლის ხსოვნას პატივი მიაგეს.

ამერიკის შეერთებული შტატების არმიის გენერალი, ჯონ მალხაზ შალიკაშვილი აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურთა გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი იყო. მას, ეს თანამდებობა, პრეზიდენტ ბილ კლინტონის ადმინისტრაციის დროს, 1993-1997 წლებში ეკავა. ჯონ მალხაზ შალიკაშვილი, ამერიკულ არმიას, 38 წლის განმავლობაში ემსახურებოდა. გარდაიცვალა 2011 წლის 23 ივლისს.

კობა კობალაძემ, ასევე, მოინახულა უცნობი ჯარისკაცის საფლავი და პატივისცემა გამოხატა ყველა იმ გარდაცვლილი ჯარისკაცის მიმართ, ვინც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიის განმავლობაში, სხვადასხვა საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპნენ.

მსგავსი თემები