უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 106 სამხედრო გაათავისუფლა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის ინფორმაციით, რუსეთის ტყვეობიდან 106 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე გათავისუფლდა, რომლებიც ბახმუტის მიმართულებას იცავდნენ.

მისივე თქმით, გათავისუფლებულ დამცველებს შორის ბევრია, ვინც დაკარგულად ითვლებოდა.

„ესენი არიან ჯარისკაცები ბახმუტის მიმართულებიდან – 8 ოფიცერი და 98 ჯარისკაცი და სერჟანტი. ისინი იბრძოდნენ ბახმუტისთვის და მიაღწიეს ბედს, რამაც მტერს არ მისცა საშუალება უფრო ღრმად გასულიყო ჩვენს აღმოსავლეთში. თითოეული მათგანი ჩვენი სახელმწიფოს გმირია“,- განაცხადა ერმაკმა.

უკრაინის დაზვერვის ცნობით, დღესვე მოხდა სამი დაღუპული სამხედროს ცხედრის დაბრუნება, მათ შორის ორი უცხოელია და ერთი უკრაინელი ქალი

მსგავსი თემები