83 წლის ასაკში მომღერალი ტინა ტერნერი გარდაიცვალა

83 წლის ასაკში „როკ-ენ-როლის დედოფალი“, ამერიკელი მომღერალი ტინა ტერნერი გარდაიცვალა. მომღერალი შვეიცარიაში, ციურიხის მახლობლად მდებარე საკუთარ სახლში გარდაიცვალა. „მსოფლიომ დაკარგა ლეგენდა და მისაბაძი ადამიანი“, – განაცხადა ტინა ტერნერის პრესსპიკერმა.

მეტი...

,,გონჩარენკოს ვურჩევდი, თავის ოჯახის წევრებს მიხედოს”- მიქანაძე ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე

უმრავლესობის წევრი, გივი მიქანაძე  რადას დეპუტატ, ოლექსეი გონჩარენკოს პასუხობს და ურჩევს, თავის ოჯახის წევრებს მიხედოს. მისი თქმით,  ბიძინა ივანიშვილის შესაძლო სანქცირებაზე საუბარი მიზანმიმართული კამპანიაა. ,,გონჩარენკომ, მე ვურჩევდი, რომ თავის ოჯახის წევრებს მიხედოს, რომლებიც კორუფციის საკითხებში არიან მხილებული და ამაზე საჯაროდ გახდა ცნობილი, რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულ საკითხებს ეს არის სრული აბსურდი, მორიგი მცდელობა, რომ ბიძინა ივანიშვილის სახელი რამენაირად ამ პროცესებს დაუკავშირონ, მაშინ, როდესაც ეს ადამიანი არც პოლიტიკაში მონაწილეობს და მითუმეტეს ამ პროცესებისგან სრულიად გამიჯნულია. ეს არის მიზანმიმართული კამპანია, მიზანმიმართული ქმედება, რომელიც არ გვიკვირს ისეთი ოდიოზური ფიგურისგან, როგორიც ბატონი გონჩარენკო…

მეტი...

,,გვერდი რას უნდა ავუაროთ? პირდაპირ არიან მიერთებული რუსებზე”- მანჯგალაძე სანქციებზე

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, იენს სტოლტენბერგის განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ უნდა მიეხმარონ ნატო-ს არაწევრი ქვეყნები რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში, მაგრამ საქართველოში ბევრად მძიმედაა საქმე, „ქართული ოცნების“ მხრიდან არა თუ სანქციების გვერდის ავლაზეა საუბარი, არამედ ღიად საუბრობენ და ღარიბაშვილმა გუშინ დიდ ფორუმზეც განაცხადა, რომ არ მონაწილეობს სანქციებში, მათ შორის ეკონომიკურ სანქციებში. არ აღიარებენ პერსონალური მონაცემის ბაზებს იმ რუსების, რომლებიც ომის ხელშემწყობები არიან და უკრაინელი ბავშვების მკვლელობას უწყობენ ხელს. სანქციების გვერდის ავლაზე საუბარი შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა კონკრეტულ სანქციასაა მიერთებული. საქართველო…

მეტი...

პრიგოჟინის განცხადებით, ბახმუტიდან ქვედანაყოფების გაყვანა დაიწყო

კერძო სამხედრო დაჯგუფება “ვაგნერის” დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ ბახმუტიდან ქვედანაყოფების გაყვანა დაიწყო. „ბახმუტიდან ვიყვანთ საბრძოლო ნაწილებს. […] 1 ივნისამდე ძირითადი ნაწილი უკანა ბანაკებში გადავა. პოზიციებს სამხედროებს გადავცემთ. მაგრამ თუ სამხედროებს გაუჭირდებათ, ამათ დავტოვებთ. რომელმაც მთავარი როლი შეასრულა ბახმუტის აღებაში“, – ნათქვამია ჩანაწერში, რომელიც გამოქვეყნდა მისი პრესსამსახურის ტელეგრამის არხზე. პრიგოჟინმა ბახმუტის აღება 20 მაისს გამოაცხადა. უკრაინის ხელისუფლებამ ოფიციალურად არ დაადასტურა ქალაქის ჩაბარება.

მეტი...

კონტრშეტევა რამდენიმე დღეა მიმდინარეობს – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინის კონტრშეტევა უკვე რამდენიმე დღეა დაიწყო. ,,კონტრშეტევა რამდენიმე დღეა გრძელდება, 1500 კილომეტრზე საზღვრის ინტენსიური ომია, მაგრამ მოქმედებები უკვე დაწყებულია. ჩვენ არ გვინდა რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმა, ჩვენ გამოვიყენებთ იმ იარაღს, რომელიც თქვენ მოგვეცით, რათა გავანადგუროთ რუსული პოზიციები მოსკოვის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მათ შორის დონბასსა და ყირიმში“,- აცხადებს პოდოლიაკი. მისივე თქმით,  უკრაინას აქვს შორი მანძილის Storm Shadow რაკეტები, ლეოპარდის ტანკები, საფრანგეთისა და იტალიის მიერ მოწოდებული ანტისარაკეტო სისტემები და F-16 მოიერიშე თვითმფრინავები საშუალებას მისცემს დახუროს საჰაერო სივრცე.

მეტი...

ახალციხეში 11 წლის ბავშვი ბრუცელოზით დაავადდა

ახალციხეში 11 წლის ბავშვი ბრუცელოზით დაავადდა. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული მედია “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს. მათივე ცნობით, ბავშვს სიმპტომები ახალციხის ბაზარში ნაყიდი ყველის ჭამის შემდეგ გამოუვლინდა. ბავშვის მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია, თუმცა ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება. ბრუცელოზი ადამიანზე დაავადებული პირუტყვის ხორციდან და რძის ნაწარმიდან გადადის.

მეტი...

რუსეთმა ომში დაახლოებით 205 260 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 205 260 ჯარისკაცი დაკარგა. უწყების ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასეთია:​  ჯარისკაცი – დაახლოებით 205 260; ​ტანკი – 3 795; ჯავშანტექნიკა – 7 432; საარტილერიო სისტემა – 3 359; სარაკეტო სისტემა – 570; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 327; თვითმფრინავები – 309; ვერტმფრენი – 296; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 901; საკრუიზო რაკეტები – 1 015; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 6 148; გემი/ნავი/კატარღა – 18;​ სპეციალური აღჭურვილობა – 444

მეტი...

შსს-მ ფოთის პორტში 80 კილოგრამამდე „ჰეროინი“ამოიღო – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის და ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ირანის მოქალაქე – 1961 წელს  დაბადებული ბ.ტ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის და შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,სამართალდამცველებმა გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისისა და მსოფლიო საბაჟო ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის – კონტეინერების კონტროლის პროგრამის ფარგლებში ფოთის პორტში გამოავლინეს  რისკის შემცველი სატვირთო ავტომობილი რომელსაც ბრალდებული მართავდა. ავტომობილის ჩხრეკისას, მისაბმელის უკანა ორ კარში, სპეციალურად მოწყობილი სამალავიდან – 315 შეკვრად დაფასოებული, 80 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება…

მეტი...

,,პანიკის საფუძველი არ არისებობს, დედაქალაქში აცრები გრძელდება” – გიორგი კობიაშვილი ”მედიაცენტრ მთავარში”

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის, გიორგი კობიაშვილის განცხადებით,  ცოფის ვირუსთან დაკავშირებით, დედაქალაქში საგანგაშო მდგომარეობა არ არის. როგორც გიორგი კობიაშვილმა ”მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, ცხოველების აცრა ცოფის წინააღმდეგ გრძელდება. ,,სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ხშირად გვესმის, ცოფთან დაკავშირებული ინფორმაცია. სამწუხაროდ, მასობრივად არ ხდება აცრები, რის გამოც მარტივად და სწრაფად ვრცელდება ცოფის ვირუსი. საბედნიეროდ, დედაქალაქში არ გვაქვს საგანგაშო მდგომარეობა , არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს. როგორც, ცხოველთა მონიტორინგის სამსახური, ასევე სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურად აგრძელებენ ცხოველების აცრებს ცოფის წინააღმდეგ. ამ პროცესებში ჩართულნი არიან ცხოველების მიმკედლებლებიც, რომლებიც ადგილზე გვეხმარებიან. მუნიციპალურ თავშესაფარში ყოველდღიურად შემოდის ათობით ცხოველი,…

მეტი...

„ძალიან კარგი მოლაპარაკებები მქონდა საქართველოში, ნატო საქართველოს და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია“- კოლომინა

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა საქართველოში ვიზიტის შესახებ სოციალურ ქსელ ”ტვიტერში” წერს. მისი თქმით, ნატო საქართველოს და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია. „ძალიან კარგი მოლაპარაკებები მქონდა საქართველოში სალომე ზურაბიშვილთან, შალვა პაპუაშვილთან, ილია დარჩიაშვილთან, თავდაცვის სამინისტროსა და ოპოზიციასთან. განვიხილეთ ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, ვილნიუსის სამიტი, ძალისხმევის გაორმაგების საჭიროებაზე რეფორმების, დემოკრატიული სტანდარტებისა და  უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელების კუთხით. ნატო საქართველოს და მისი ევროატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია“, – წერს კოლომინა „ტვიტერში“.

მეტი...

“სააფთიაქო ნარკომანია” – გამოვლინდა კანონდარღვევით მოქმედი 17 აფთიაქი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, მაისის დასაწყისში, თბილისის მასშტაბით გატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, გამოვლენილ იქნა კანონდარღვევით მოქმედი 17 აფთიაქი. უწყების ცნობით, გამოძიების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი, რეალიზაციიდან მიღებული თანხა, ინფორმაციის შემცველი კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტაცია. „გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, დადგენილ იქნა, რომ ხსენებულ სააფთიქო დაწესებულებებს არ გააჩნდათ საქმიანობისთვის საჭირო შესაბამისი ნებართვები, საიდანაც რეცეპტის გარეშე ხდებოდა სხვადასხვა დასახელების ფსიქოტროპული და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტების რეალიზაცია. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია დიდი ოდენობით ფსიქოტროპული მედიკამენტი, მათი რეალიზაციიდან მიღებული თანხა, ინფორმაციის შემცველი კომპიუტერული ტექნიკა და დოკუმენტაცია“, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.…

მეტი...

პლაჟებისკენ – ბათუმში, ევროპაში – ქუთაისის გავლით, საქართველოში პირველი ტურისტები მიდიან – რუსული მედია

პლაჟებამდე – ბათუმში, ევროპაში – ქუთაისის გავლით. საქართველოში პირველი ტურისტები მიდიან – ამ სათაურით რუსული სამთავრობო მედია РИА Новости სტატიას აქვეყნებს. მედია წერს, რომ პირდაპირი ფრენების აღდგენის შემდეგ, საქართველოს აეროპორტები გახდება მოსახერხებელი სატრანსფერო ცენტრი მესამე ქვეყნებში მოგზაურობისთვის. ,,ოთხი წლის განმავლობაში პირველი თვითმფრინავი მოსკოვიდან თბილისში 19 მაისს გაფრინდა. ავიახაზების „აზიმუტის“ ბორტზე 86 მგზავრი იმყოფებოდა. მნიშვნელოვანი მოვლენის პატივსაცემად მათ შამპანურით გაუმასპინძლდნენ, გადასცეს სუვენირები,”- წერს მედია. რუსეთის ტურ-ინდუსტრიის (PCT) კავშირის ვიცე-პრეზიდენტი, დიმიტრი გორინი ამბობს, რომ საქართველოს აეროპორტები ასევე გახდება ჰაბი მათთვის, ვისაც მესამე ქვეყნებში მოგზაურობა სურს. ,,ქუთაისი უფრო ახლოსაა ვიდრე სტამბოლი ან სხვა ჰაბი,…

მეტი...

,,შევიკრიბოთ 26 მაისს, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით მოვაწყოთ მსვლელობა”- მამუკა ხაზარაძე

”ლელოს” ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მოქალაქეებს 26 მაისს შეკრებისა და ევროკავშირის დროშებით მსვლელობისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში წერს. ,,მოგიწოდებთ, შევიკრიბოთ 26 მაისს, 15:00 საათზე, უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში, საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით და მოვაწყოთ მსვლელობა, ვანახოთ მსოფლიოს ქართველი ხალხის არჩევანი. ვაჩვენოთ, სადაა ჩვენი გრძელვადიანი უსაფრთხოების, კეთილდღეობის, ჩვენი ქვეყნის ეროვნული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების გარანტია. ესაა ჩვენი ქვეყნის საუკუნოვანი არჩევანი, ესაა ჩვენი მოქალაქეების 80%-ზე მეტის არჩევანი”, – წერს ხაზარაძე. ცნობისთვის, წინა წლისგან განსხვავებით,  26 მაისის ღონისძიებისთვის გაფორმებული პარლამენტის შენობაზე  ევროკავშირის დროშა არ არის გადმოფენილი.  მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, წელს საქართველოს…

მეტი...

,,ვხედავთ ომის დანაშაულებს, როგორც ჩანს ეს არ აჩერებს ქართველ ოფიციალურ პირებს რუსეთისკენ სვლაში”- კრამერი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე, დევიდ კრამერის განცხადებით, რუსეთის დანაშაულები არ აჩერებს ქართველ ოფიციალურ პირებს რუსეთისკენ სვლაში. მისი თქმით, “ქართული ოცნება”, ახლო კავშირებს ამყარებსმოსკოვთან. ,,დემოკრატიულ სამყაროში, ყველა ქვეყანას არ შეუძლია, რომ სანქციებს შეუერთდეს. მოლდოვას მაგალითად, რუსეთისთვის სანქციები არ დაუწესებია, მაგრამ მოლდოვამ ასევე ძალიან ძლიერი კავშირი დაამყარა დასავლეთთან მაშინ, როდესაც ჰქონდათ იმის შიში, რომ რუსეთი გარკვეულ პროვოკაციებს მოაწყობდა მოლდოვაში. “ქართული ოცნება”, ახლო კავშირებს ამყარებს [მოსკოვთან] იმ პერიოდში, როდესაც ვხედავთ რუსეთის ომის დანაშაულებს, კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებს, გენოციდს. გარდა ამისა, ვნახეთ, რომ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ თავად ბატონი პუტინის დაკავების ორდერიც კი…

მეტი...

,,პუტინს ეშინია, რომ მოკლავენ, ჩვენ კი ვუახლოვდებით”- ვადიმ სკიბიცკი

ვლადიმირ პუტინი უკრაინული სპეცრაზმის მიერ განადგურების „კანდიდატთა“ სიას სათავეში დგას – ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსის მოადგილე ვადიმ სკიბიცკმა განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინული დაზვერვა ცდილობს „ვაგნერელთა“ ლიდერის ევგენი პრიგოჟინის ლიკვიდაციას. „ის (პუტინი) ამჩნევს, რომ ჩვენ ვუახლოვდებით მას, მაგრამ, ალბათ, მასაც ეშინია საკუთარი თავის მოკვლის… ის ახლა იწყებს თავის გამოყვანას და თუ აკეთებს, მაშინ ჩვენ არ ვართ დარწმუნებული, მართლა ის არის თუ არა,”- განაცხადა სკიბიცკიმ.  

მეტი...

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობაში ხანძარი გაჩნდა

25 მაისს, ღამით მოსკოვის ცენტრში, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს შენობაში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეგრამ არხი  “”Осторожно, Москва” ავრცელებს. მათივე ცნობით, ადგილობრივმა  განაცხადეს, რომ შენობის წინ კვამლი და „პლასტმასის მძაფრი სუნი“ იყო. „ინციდენტის გამომწვევი მიზეზი უცნობია, საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ ხანძრის გაჩენის ფაქტი არ დაადასტურა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

ომის დასრულების შემდეგ უკრაინა ნატო-ში თუ არ გაწევრიანდება, ევროპაში ნამდვილი მშვიდობა ვერ იქნება – ლატვიის პრემიერი

ლატვიის პრემიერ-მინისტრ კრისიანის კარინსის განცხადებით, უკრაინა ომის დასრულების შემდეგ ნატო-ში თუ არ გაწევრიანდება, ევროპაში ნამდვილი მშვიდობა ვერ იქნება. მან  ხაზი გაუსვა უკრაინის შემდგომი სამხედრო დახმარების აუცილებლობას. „ბოლოს და ბოლოს, აშკარად ჩანს, რომ ომის დასრულების შემდეგ, იმისთვის, რომ ევროპაში მშვიდობა და უსაფრთხოება რეალობად იქცეს, უკრაინა ნატო-ს წევრი ქვეყანა უნდა იყოს“,- განაცხადა კარინსმა ბრიუსელში, ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან გამართულ პრესკონფერენციაზე.

მეტი...

ურალის ცეკვის ეროვნული ანსამბლი, რომელიც ღიად უჭერს მხარს უკრაინაში ომს, თბილისშია – ”სირცხვილია”

ურალის ცეკვის ეროვნული ანსამბლი, რომელიც რუსეთში სამთავრობო დაფინანსებას იღებს და ღიად უჭერს მხარს უკრაინაში ომს, თბილისშია. ამის შესახებ ინფორმაციას მოძრაობა ”სირცხვილია” ავრცელებს. მოძრაობა ფოტოებსაც ავრცელებს, სადაც  ჩანს, რომ სავარაუდოდ ანსამბლის კუთვნილ ავტობუსზე წარწერებია გაკეთებული და  საღებავების შესხმული. ,,ანსამბლი, რომელმაც, რამდენიმე დღის წინ, კრემლის გამართულ კონცერტზე იცეკვა, ხოლო იქამდე ჩატარებული კონცერტი “რუს მეომარს” მიუძღვნა, საქართველოში ვერ უნდა შემოდიოდეს,”- წერს ”სირცხვილია.

მეტი...

,,მნიშვნელოვანია, საქართველო იმ დემოკრატიულ ღირებულებებს შეესაბამებოდეს, რომლებისაც ჩვენ, ყველას, გვწამს”- იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს,  რომ ნატო მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა საქართველოსთან რეფორმების გატარების, პრაქტიკული, პოლიტიკური თანამშრომლობის კუთხით. მისი თქმით, ელიან, რომ ნატო-ს არაწევრი მოკავშირეები დაიცავენ სანქციებს და რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიული ომის დაფინანსებას და ორგანიზებას არ გაუადვილებენ. „რა თქმა უნდა, ომის შემდეგ ვნახეთ, რომ ქვეყნები, რომელთაც ხშირად „შუაში“ მყოფ ქვეყნებს ვუწოდებ, რაც, ჩემი აზრით, საუკეთესო გამოთქმა არ არის, უბრალოდ, ეს ქვეყნები არ არიან ნატოელი მოკავშირეები, თუმცა ცდილობენ, წინააღმდეგობა გაუწიონ რუსეთის ზეწოლას. ასეთი ქვეყნები მოწყვლადები არიან. ასე რომ, მადრიდის სამიტზე გადავწყვიტეთ, გაგვეძლიერებინა ის, რასაც ამ ქვეყნებისთვის ვაკეთებთ, და საქართველო ერთ-ერთი მკაფიო…

მეტი...

„ძალიან უცნაური კამპანია წამოიწყეს,  არ ვიცი, რატომ გაღიზიანდნენ ასე საქართველოს სიმბოლიკით”- მაკა ბოჭორიშვილი

,,არ ვიცი, რატომ გაღიზიანდნენ ასე საქართველოს სიმბოლიკით, საქართველოს დღესთან დაკავშირებით რომ იყოს პარლამენტის შენობაზე. პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ნამდვილად არის,”- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ყოველ წელს ბანერები სხვადასხვაგვარად არის გაფორმებული. „ძალიან უცნაური მორიგი კამპანია წამოიწყეს სოციალურ ქსელებში. არ ვიცი, რატომ გაღიზიანდნენ ასე საქართველოს სიმბოლიკით, საქართველოს დღესთან დაკავშირებით რომ იყოს პარლამენტის შენობაზე. პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ნამდვილად არის. რაც შეეხება იმას, რომ დღეს თბილისი საქართველოს დროშის ფერებშია გაფორმებული და საქართველოს დღის საზეიმოდ ვემზადებით, მე მხოლოდ მახარებს. რატომ სწყინთ, არ ვიცი. ყოველ წელიწადს ბანერები სხვადასხვაგვარად არის გაფორმებული.…

მეტი...