„ჯორჯიან ეარვეისის“ დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი „მედიაცენტრ მთავართან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთ-საქართველოს პირდაპირი ავიამიმოსვლის ძირითადი მგზავრები ქართველები არიან.
„ჯერჯერობით, უმეტესი ქართველებია. ქართველებმა ბულინგით რუსები დააშინეს. ერთი რაცაა, ამ მთავრობამ უნდა დაიცვას მოქალაქეთა უფლებები და წესრიგი. ნუ აძლევს ოპოზიციას უფლებას, თავდასხმა აწარმოოს ტურისტებზე. ეს ქმედებები დემოკრატიის ფარგლებს სცილდება, ვინც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, სასტიკად უნდა დაისაჯო“ – განაცხადა თამაზ გაიაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომლის სრულ ვერსიას მალე იხილავთ.