წელს თბილისში ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა – გიორგი კობიაშვილი “მედიცენტრ მთავარში”

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორის, გიორგი კობიაშვილის განცხადებით,  მიმდინარე წელს თბილისში ცოფის ორი შემთხვევა გამოვლინდა.

„წელს, თბილისში ორი გამოვლენილი შემთხვევა გვაქვს. მაგალითად, 2022 წელს ჩვენს დედაქალაქში ცოფის არცერთი შემთხვევა არ იყო. მინიმუმამდე არის დასული თბილისში, ცხოველებში გამოვლენილი ცოფის შემთხვევები. ვმუშაობთ აქტიურად, რომ ეს რიცხვი კიდევ უფრო მინიმუმამდე დავიყვანოთ“, – განაცხადა გიორგი კობიაშვილმა ”მედიაცენტრ მთავარში”.

გიორგი კობიაშვილმა ”მედიაცენტრ მთავარში” გამართულ პრესკონფერენციაზე განმარტა თუ რა სიმპტომებით ვლინდება ცოფის დროს.

„შესაძლოა ქცევაში გამოვლინდეს, შეიძლება ამ ძაღლს ყლაპვა გაუჭირდეს იმიტომ, რომ როდესაც ნერვულ სისტემაში გადადის ცოფის ვირუსი, ამის შემდეგ უკვე ხდება კუნთოვანი სისტემის დაზიანება, ასევე ჰალუცინაციებსაც იწვევს ცხოველებში და  ურთულდებათ ყლაპვა, როგორც საკვების, ასევ წყლის. როდესაც შევამჩნევთ ცხოველს ისეთ ქცევას, რაც მისთვის არადამახასიათებელი, სასურველია, მაშინვე მივმართოთ ვეტერინარს“, – განაცხადა გიორგი კობიაშვილმა ”მედიაცენტრ მთავარში”.

 

თბილისში, ცხოველების ცოფზე აცრა უფასოა – გიორგი კობიაშვილი “მედიცენტრ მთავარში”

მსგავსი თემები