ასპინძის სოფელ საყუდაბელში 12 ადამიანს ბრუცელოზი დაუდასტურდა

ასპინძის სოფელ საყუდაბელში ბრუცელოზი 12 ადამიანს დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.

რეგიონული მედიის ცნობით, დაავადებულების  ნაწილი ამ დრომდე კლინიკაში იმყოფებიან, ნაწილი კი სახლში აგრძელებს მკურნალობს.

მოსახლეობამ დახმარების თხოვნით, ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს მიმართა. როგორც მისი ხელმძღვანელი, მზია პაპაშვილი აცხადებს, გამოკვლევა 80–ზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა, მათგან ბრუცელოზი 12–ს დაუდასტურდა.

ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ ახალციხეში 11 წლის ბავშვი ბრუცელოზით დაავადდა.

ახალციხეში 11 წლის ბავშვი ბრუცელოზით დაავადდა

მსგავსი თემები