,,თუ კინწისკვრით არ გავყარეთ, მომავალ წელს რუსეთის დროშას გამოფენენ” – ლევან ხაბეიშვილი ხელისუფლებაზე

,,ქართველმა ხალხმა თუ არ ვივაჟკაცეთ და ესენი არ გავყარეთ კინწისკვრით, მომავალ წელს  რუსეთის დროშას გამოფენენ”,- ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მიმდინარეობს  ქვეყნის რუსეთიზაცია.

,,ეს არის კონკრეტული გზავნილი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, რომ მიმდინარეობს ამ ქვეყნის რუსეთიზაცია, რომ უკვე ისინი ღიად ანტიევროპულ კამპანიას ეწევიან, არ გაგიკვირდეთ თუ ასე გაგრძელდა, ქართველმა ხალხმა თუ არ ვივაჟკაცეთ და ესენი არ გავყარეთ კინწისკვრით, მომავალ წელს ამ დროს ისინი უკვე რუსეთის დროშას გამოფენენ” – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, მოქალაქეების და ოპოზიციის კრიტიკა, 26 მაისის ღონისძიებისთვის გაფორმებულმა პარლამენტის შენობამ დაიმსახურა, სადაც ევროკავშირის დროშა, წინა წლისგან განსხვავებით არ არის გადმოფენილი.

მსგავსი თემები