ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მეუფე ნიკოლოზის რუსეთში ვიზიტზე ინფორმაცია არ ჰქონდათ

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საპატრიარქოს არ ჰქონდა ინფორმაცია ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის ნიკოლოზის მოსკოვში ვიზიტთან დაკავშირებით.

,,ჩვენ ეს ინფორმაცია გავიგეთ მას შემდეგ, რაც ინტერნეტში გამოქვეყნდა. კერძო ვიზიტია, როგორც ჩანს. არ დავიწყებ ახლა შეფასებას ახლა, აკრძალული არ არის არც მილოცვა, არც მსახურებაზე დასწრება, ჩვენ გვაქვს კავშირი ქარისტული მათთან, უბრალოდ ფაქტი ის არის, რომ ინფორმაცია ამის შესახებ გავიგეთ ინტერნეტში გავრცელებული ფოტოებიდან”, – განუცხადა ანდრია ჯაღმაიძემ ”ფორმულას”.

ცნობისთვის, მეუფე ნიკოლოზი მოსკოვში წმ. კირილესა და მეთოდეს ხსენების დღეს რუსეთში იმყოფებოდა.

მსგავსი თემები