მიხეილ სააკაშვილი უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა მოინახულა

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვმა კლინიკაში მოინახულა.

„დღეს ჩემთან იმყოფებოდა საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ანდრეი კასიანოვი, რომელიც ასრულებს თავის მუშაობას საქართველოში, ბევრი ვისაუბრეთ უკრაინის და საქართველოს პერსპექტივებზე, დავემშვიდობე და მადლობა გადავუხადე ორი ქვეყნისთვის გაწეული სამუშაოსთვის”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

 

მსგავსი თემები