რუსული ბირთვული იარაღის ბელარუსში განლაგების პროცესი დაიწყო

ბირთვული იარაღი რუსეთიდან ბელარუსში გადააქვთ. ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკო სიამაყით აცხადებს, რომ პროცესი დაწყებულია.

„გადაწყვეტილება მიღებულია, ზეპირი შეთანხება არსებობს. ახლა საჭიროა ადგილების,  საცავის და სხვა საკითხების მოწესრიგება.  ბირთვული იარაღის გადაადგილება დაწყებულია”, – აცხადებს ლუკაშენკო.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსების შესახებ შეთანხება რუსეთმა და ბელარუსმა რამდენიმე თვის უკან გააფორმა.

 

მსგავსი თემები