„ქართველები რუს ტურისტებს აბულინგებენ“ – ექსკლუზიური ინტერვიუ თამაზ გაიაშვილთან

მედიაცენტმა მთავარმა“ „ჯორჯიან ეარვეიზის“ დამფუძნებელ თამაზ გაიაშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა. როგორც გაიაშვილმა გვითხრა, რუს ტურისტებს აფრთხობთ ის, რომ ქართველები რუსებს აბულინგებენ.

კითხვაზე, გაამართლა თუ არა რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენამ, თამაზ გაიაშვილმა ასე გვიპასუხა:

„ჯერ ნაადრევია შეფასება, გაამართლა თუ არა პირდაპირი ფრენების აღდგენამ. ამ ეტაპისთვის, დატვირთვა არის 40-50%. მოლოდინი, რომ პირველივე დღიდან დაიწყებოდა დატვირთვა, მართალი გითხრათ, არც გვქონია. ნელნელა შეიძლება გაზრდა. ის ფონი, რაც ახლა ხდება, რომ ქართველები რუსებს აბულინგებენ, იქიდან გამომდინარე, რუსები ცოტა თავშეკავებულები არიან“.

„მედიაცენტრი მთავარი“: რას გულისხობთ დაბულინგებაში?

თამაზ გაიაშვილი: იმას, რომ სასტუმროებში უვარდებიან, ლანძრავენ, საღებავებით დასდევენ. ჩამოვიდა ავტობუსი, საღებავი შეასხეს, აგინებენ, მეტი რა უნდა გაუკეთონ, რომ ტურისტი შეაშინონ. ამაზე მეტი რა უნდა გააკეთონ?. რასაკვირველია, ეს ყველაფერი მოქმედებს. მე რომ ვიყო უცხო ქვეყანაში წასასვლელი, ჩემზეც იმოქმედებდა“.

(ინტერვიუს სრულ ვერსიას „მედიაცენტრი მთავარი“ 26 მაისს გამოაქვეყნებს.

მსგავსი თემები