,,ბიძინა ივანიშვილს ვერ პატიობენ ქვეყნის და ხალხის სიყვარულს”- კახა კალაძე

თბილისის მერი, კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილის უკრაინის სანქციების პორტალზე მოხვედრას ეხმიანება. მისი თქმით, ”ქართული ოცნების” დამფუძნებელს, ვერ პატიობენ პატრიოტიზმს, ქვეყნისადა ხალხის სიყვარულს.

,,ბიძინა ივანიშვილი გახლავთ მეცენატი, ქველმოქმედი, რომელსაც ბევრი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის. არ ვიცი, რომელი ერთი ჩამოვთვალო. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ 2011 წელს ამ ადამიანმა გადადგა კონკრეტული ნაბიჯი პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით. მას თავისუფლად შეეძლოა უარი ეთქვა ამ ყველაფერზე, წასულიყო ნებისმიერ ქვეყანაში და მშვიდად ეცხოვრა, მაგრამ ეს ადამიანი შეყვარებული თავის ქვეყანაზე და თავის ხალხზე და განიცდის და განიცდიდა რა ხდებოდა ქვეყანაში და გადადგა ეს მნიშვნეკოვანი ნაბიჯი. ის, რაც ახლა ხდება მის ირგვლივ გამოწვეულია იმით, რომ ამ ადამიანს ვერ პატიობენ პატრიოტიზმს და ქვეყნის და ხალხის სიყვარულს”, – განაცხადა კახა  კალაძემ.

 

ბიძინა ივანიშვილი უკრაინის სანქციების პორტალზე მოხვდა

მსგავსი თემები