,,თუ ვინმეს საუბარი აქვს სანქციების დაწესებაზე, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების მთლიანად ჩაკეტვაზე, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ”- კობახიძე

,,თუ ვინმეს აქვს საუბარი სანქციების დაწესებაზე, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების მთლიანად ჩაკეტვაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ,”- ასე აფასებს ”ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ნატო-ს  გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებას.

მისი თქმით, ხელისუფლებას სანქციებთან დაკავშირებით, მკაფიო პოზიცია აქვს.

,,როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს მკაფიო პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით – არ ვაწესებთ სანქციებს, მაგრამ არც ვიძლევით სანქციების გვერდის ავლის საშუალებას. თუ ვინმეს აქვს საუბარი სანქციების დაწესებაზე, სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების მთლიანად ჩაკეტვაზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ გავაკეთებთ”,-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

,,მნიშვნელოვანია, საქართველო იმ დემოკრატიულ ღირებულებებს შეესაბამებოდეს, რომლებისაც ჩვენ, ყველას, გვწამს”- იენს სტოლტენბერგი

მსგავსი თემები