ვაკეში, კაფეში მამაკაცი დაჭრეს

ცოტა ხნის წინ, ვაკეში, ერთ-ერთ ცნობილ კაფე „სტრადაში“ სროლა მოხდა, დაჭერილია ახალგაზრდა მამაკაცი.

შემთხვევა მოსაშვილის 11 ნომერში მოხდა. კაფე „სტრადაში“ სამართალდამცველები მუშაობენ. პერიმეტრი შემოსაზღვრულია და საგამომძიებლო მოქმედებები მიმდინარეობს.

კაფეში დაახლოებით 7 გასროლა მოხდა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცს გუგა ფირცხლავას შემთხვევით ესროლეს, ის სხვა პიროვნებაში აერიათ. დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს.

 

მსგავსი თემები