,,პრემიერს ჰქონდა არაჩვეულებრივი გამოსვლა, ყველა აქცენტი გაკეთდა”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძე   პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე  ”არაჩვეულებრივს” უწოდებს.

,,პრემიერს ჰქონდა არაჩვეულებრივი გამოსვლა, ყველა აქცენტი გაკეთდა, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტებს, მის პოლიტიკას, მათ შორის შეეხო ისეთ მნიშვნელოვან თემას, რაც დაკავშირებულია უკრაინაში მიმდინარე ომთან და ჩვენს ურთიერთობებთან, მათ შორის რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებთან,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, სოლიდარობას უცხადებენ უკრაინელ ხალხს არამარტო სიტყვებით, კონკრეტული ქმედებებითაც.

„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, უკრაინელ ხალხს და ეს არის გამოხატული არა მარტო სიტყვებით, არამედ კონკრეტული ქმედებებით. ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა შესაბამის დოკუმენტს, სადაც დაგმობილია სამხედრო აგრესია და სადაც არის მხარდაჭერა გამოხატული უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ამასთან, ჩვენი პოზიცია მკაფიოა სანქციებთან დაკავშირებით. ჩვენ არ ვაწესებთ სანქციებს რუსეთის მიმართ. ლოგიკა არის მარტივი. ჩვენ ვერ დავსჯით საკუთარ ხალხს, საკუთარ ქვეყანას. აქედან გამომდინარე, სანქციები ბუნებრივია არ განიხილება,”- აღნიშნა კობახიძემ.

 

მსგავსი თემები