,,რუსეთის სათქმელს ამბობს”- გოცირიძე ღარიბაშვილზე

ოპოზიციონერი დეპუტატი, რომან გოცირიძე  პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს, ეხმიანება, რომელიც კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე გააკეთა.

რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი რუსეთის სათქმელს ამბობს.

,,ეს თავგასულობა უკვე აღწევს მწვერვალს. ყველა ის მავნებლური განცხადებები, რაც კეთდებოდა საქართველოში უკვე გაიტანეს საგარეო ტრიბუნაზე. ორადორი ვისაც მსგავსი ენით საუბარი შეუძლია დღეს ეს არის პუტინი და ლუკაშენკო. ახლა მესამე გამოჩნდა ეს მავნებელი და რუსეთის სათქმელს ამბობს თავად” – განუცხადა  რომან გოცირიძემ ტვ პირველს.

მსგავსი თემები