„ბიძინა ივანიშვილს თავი უნდა მოძვრეს“ – გიორგი ვაშაძე

“როგორც კი ივანიშვილი არ  იქნება ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი, ნატოშიც და ევროკავშირშიც შევალთ“ – აცხადებს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ხელმძღვანელი.

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ნატოსა და ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ისე ფართოდ გაიღო, როგორც არასდროს. მისი შეფასებით, ამ შანსის გამოყენებას მხოლოდ ერთი რამ უნდა, ბიძინა ივანიშვილს  „თავი უნდა მოძვრეს“.

„როგორც კი ბიძინა ივანიშვილი არ იქნება ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი, მერწმუნეთ, ჩვენ ნატოშიც და ევროკავშირშიც შევალთ“ – აღნიშნა, მან ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინასთან შეხვედრის შემდეგ.

„ერთი თავი უნდა მოძვრეს, ეს არის ბიძინა ივანიშვილის თავი. როგორც კი ბიძინა ივანიშვილი არ იქნება ამ ქვეყნის ბატონ- პატრონი, მერწმუნეთ, ჩვენ ნატოშიც და ევროკავშირშიც შევალთ. თავიც, შუაც, პრობლემაც, ყველაფერიც არის ეს ადამიანი. მისი მძევალი გახდა ეს ქვეყანა. უნდა დავიხსნათ თავი ამისგან, სხვა შემთხვევაში, ვერ წავალთ წინ. ეს არის ჩემ მიერ გაკეთებული დასკვნა ამ შეხვედრის შესახებ“ – აღნიშნა ვაშაძემ.

მსგავსი თემები