უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია ახალ კალენდარზე გადადის – მედია

უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია კიევის ეპისკოპოსთა საბჭოზე ახალ საეკლესიო კალენდარზე გადასვლაზე შეთანხმდა. კალენდარი  პირველი  სექტემბრიდან ამოქმედდება.

საბოლოო გადაწყვეტილება სინოდმა 27 ივლისს უნდა დაამტკიცოს.

ახალი კალენდრის მიხედვით, უკრაინა შობას 25 დეკემბერს აღნიშნავს და არა 7 იანვარს. ასევე შეიცვლება სხვა დღესასწაულების თარიღებიც.  წმინდა ნიკოლოზის დღე კი, 19 დეკემბრის ნაცვლად, 6 დეკემბერს აღინიშნება.

მედიის ცნობით, აღდგომა და სამების დღესასწაული ძველებურად დადგინდება.

 

მსგავსი თემები