დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი უკრაინაში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესი უკრაინაში ჩავიდა.  სამუშაო ვიზიტის ფარგლებში უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელს, ოლექსი რეზნიკოვს შეხვდა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მინისტრებმა უსაფრთხოების არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს.

,,განვიხილეთ უკრაინის ნატოს პერსპექტივა ვილნიუსში ნატოს მომავალი სამიტის კონტექსტში. მათ შორის უკრაინის ხედვა ევროპაში მშვიდობის სტაბილიზაციასთან დაკავშირებით, უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის სამშვიდობო ფორმულის გამოყენებით,”- განაცხადა ოლექსი რეზნიკოვმა.

ბენ უოლესის თქმით, Storm Shadow რაკეტები იყო ამ ტიპის პირველი იარაღი, რომელიც უკრაინას პარტნიორებმა მიაწოდეს.

,,უკრაინამ მიიღო Storm Shadow-ს რაკეტები, რომელთა გამოყენება შესაძლებელია შორ მანძილზე. ეს არის პირველი შორი დისტანციის რაკეტები, რომლებიც უკრაინას მისმა მოკავშირეებმა გადასცეს იმ მიზეზით, რომ რუსეთი აგრძელებს თავისი შორი დისტანციური იარაღის გამოყენებას მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ”, – განაცხადა ბენ უოლესმა.

მსგავსი თემები