დემოკრატიის მაჩვენებელი საქართველოში – „ფრიდომ ჰაუსის“ კვლევა

„ფრიდომ ჰაუსის“ კვლევის მიხედვით, საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელი  3.04-ს შეადგენს მაქსიმალური 7-დან.  დემოკრატიის მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირდა, დემოკრატიის წლევანდელი პროცენტი კი 33.93% შეადგენს.

დამოუკიდებელი მედიის რეიტინგი შემცირდა 3,50-დან 3,25-მდე (ყველაზე მაღალი ქულა 7) ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და შევიწროების გაუარესების მრავალწლიანი ტენდენციის გამო. ანგარიშში მაგალითებად კი მოყვანილია ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი ორი ტელევიზიის დამფუძნებლების მიმართ სასამართლო დევნა, ასევე უფრო მეტად პოლარიზებული და პოლიტიზებული მედია გარემო, რომელმაც შეარყია სარედაქციო დამოუკიდებლობა.

„გასულ წელს, საქართველოში დემოკრატიას ყურადღებით აკვირდებოდნენ, რამდენადაც ქვეყანამ გადადგა შეთანხმებული ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისკენ. თუმცა სტრუქტურული პრობლემები ისეთ სფეროებში, როგორიცაა სასამართლო დამოუკიდებლობა, მედიათავისუფლება და მრავალპარტიული მმართველობა მნიშვნელოვანწილად გადაუჭრელი რჩებოდა, რაც ხელს უშლიდა დემოკრატიულ განვითარებას და ქვეყანაში ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესებს. დასავლელი დამკვირვებლები, მათ შორის აშშ-ს წარმომადგენლებმა გამოთქვეს „ღრმა შეშფოთება საქართველოს დემოკრატიულ ტრაექტორიასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარშში აღნიშნულია, რომ გარდა ქვეყნის მუდმივი პოლიტიკური პოლარიზაციისა, წელი ხასიათდებოდა სიტყვიერი თავდასხმების საგანგაშო მაჩვენებლით, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ოპოზიციის მიმართ, ასევე პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულების შემაშფოთებელი შემთხვევებით.

მსგავსი თემები