,,სიკვდლს ჩავხედე თვალებში ჩემი ერთი წლის შვილთან და მეუღლესთან ერთად”- გლდანში მე-9 სართულიდან ლიფტი მოწყდა

გლდანში, მესამე მიკრორაიონში მე-9 სართულიდან ლიფტი მოწყდა. ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთ ფეისბუქ ჯგუფში მოქალაქე ავრცელებს.

მისი თქმით, შემთხვევის დროს ლიფტში ერთი წლის შვილთან და მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა.

,,დღეს სიკვდლს ჩავხედე თვალებში ჩემი ერთი წლის შვილთან და მეუღლესთან ერთად, მესამე მიკროს 11 კორპუსის მე-4 სადარბაზოში მეცხრე სართულიდან ლიფტი მოწყდა და შახტაში ჩავარდა, გული თუ არ გაგვისკდებოდა არ მეგონა ჩემი წივილი ყველას ესმოდა, არ ვიცი ლიფტში კიდევ როდის დავჯდები და ამ შიშს როდის გადავლახავ. სანამ ვინმეს იმსხვერპლებს იქნებ მოგვიგვაროთ ეს პრობლემა,”- წერს მოქალაქე გლდანის ფეისბუქ ჯგუფში.

 

მსგავსი თემები