ძალადობა მოზარდზე – გოგონა მამას და ბიძას ადანაშაულებს

13 წლის გოგო მამას და ბიძას  ძალადობაში ადანაშაულებს. მოზარდი აცხადებს, რომ შეყვარებულის ყოლის მიზეზით, ოჯახის წევრებმა სასტიკად სცემეს.

როგორც მოზარდის დედა აცხადებს, გოგონას ჩვენების შემდეგ, ბიძაც და მამაც დააკავეს.

,,იმის ნიადაგზე, როცა გაიგო, რომ ბავშვს ჰყავდა შეყვარებული, სცემა, სულ წიხლებით სცემა ბავშვს ნეკნებში. ეს ყველაფერი პოლიციაშიც არის დაფიქსირებული, სადაც ბავშვი აფიქსირებს, რომ “ვეღარც კი ვსუნთქავდი ისე ცუდად ვიყავი, სამი დღე სკოლაშიც ვერ წავედი”. ბავშვს ეუბნებიან, ესეთ რაღაცას, სოციალურ მუშაკთან იტყვი ყველაფერ საპირისპიროს, რომ დედა გავიწროებს, იტყვი, რომ დედა ძალადობს შენზე,”- განუცხადა ტვ პირველს მოზარდის დედამ.

მსგავსი თემები