უმძიმესი ავარია პოლონეთში – საჭეს ქართველი მძღოლი მართავდა

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა პოლონეთში – 13 მაისს, 29 წლის საქართველოს მოქალაქე, რომელიც  BMW-ს მარკის ავტომობილს მართავდა, გაჩერებულ Audi-ს დაეჯახა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილი ფეხით დატოვა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ქართველი მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებმა მალევე დააკავეს.

20 წლის ახალგაზრდები, რომლებიც „აუდის“ მანქანაში ისხდნენ შეჯახების დროს, დაშავდნენ, რის გამოც ისინი საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

 

 

 

მსგავსი თემები