„ველოდებით, რომ სამიტის დასასრულს მიღებული იქნება ძლიერი კომუნიკე“ – ხავიერ კოლომინა

საქართველოში ვიზიტით მყოფი ნატო-ს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ვილნიუსის სამიტისგან, საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიურ გადაწყვეტილებას ელოდებიან.

„ველოდებით, რომ ნატო-ს ვილნიუსის სამიტის დასასრულს მიღებული იქნება ძლიერი კომუნიკე. ასევე, გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველო იქნება ამ პოლიტიკური კომუნიკეს ნაწილი იმ აქცენტით, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებას ეხება“ – აღნიშნა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ მედიასთან.

მისი შეფასებით, ამ ეტაპისთვის ისევ გადაწყვეტის პროცესში იმყოფებიან, თუ როგორ წარიმართება ვილნიუსის სამიტი.

„ველოდებით, რომ საქართველო სამიტში მონაწილეობას მიიღებს.  მთავარი არ არის, ვინ ესწრება სამიტს. ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვართ საქართველოსთან დაკავშირებული და იმის მიუხედავად, ვინ წარმოადგენს ქვეყანას, მონდომებული ვართ, რომ საქართველო სოლიდურად იყოს წარმოდგენილი. ველოდებით, რომ სამიტის დასასრულს მიღებული იქნება ძლიერი კომუნიკე, ეს იქნება პირველი პოლიტიკური დეკლარაცია“ – აღნიშნა მან.

 

მსგავსი თემები