„ოლიგარქს ჯიბეში აქვს ჩადებული საქართველოს მთავრობა“ – გიორგი ბარამიძე

„საქართველოს რუსეთი ექსკლუზიური გავლენის ორბიტაზე აბრუნებს“ – აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი გიორგი ბარამიძე  ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინასთან შეხვედრის შემდეგ.

„მეგობრებს კარგად ესმით, რომ ქართველი ხალხის ამოცანა და მიზანია, საქართველო გახდეს ნატო-ს და ევროკავშირის წევრი. მოღალატეობრივი რეჟიმი ყველაფერს ქართველი ხალხის საწინააღმდეგოდ აკეთებს, საქართველოს რუსეთის ექსკლუზიური გავლენის ორბიტაზე აბრუნებს“ – აღნიშნა შეხვედრიდან გამოსულმა ბარამიძემ მედიასთან.

მისი შეფასებით, ნატო-სა და ევროკავშირის წევრებისთვის კარგად არის ცნობილი, თუ რა ხდება ჩვენს ქვეყანაში.

„იციან, რომ საქართველო რუს ოლიგარქს აქვს მიტაცებული; ის, რომ საქართველოს მთავრობაში რუსეთის მაფიის ქართული ფილიალი მოქმედებს, რომელსაც ტყვეობაში ჰყავს პუტინის ტყვე მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ამ ქვეყნის თანამედროვე სახელმწიფოებრიობის შემქმნელია, საქართველოს მყარად დამყენებელი ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ამ ოლიგარქს ჯიბეში აქვს ჩადებული საქართველოს მთავრობა, პარლამენტი, ებრძვის თავისუფალ მედიას და ყველაფერს აკეთებს, რომ არჩევნებით არ იყოს შესაძლებელი საქართველოში ხელისუფლების შეცვლა“ – აღნიშნა ბარამიძემ.

 

მსგავსი თემები