,,ირაკლი ღარიბაშვილმა კატარში ამაზრზენი განცხადება გააკეთა”- გონჩარენკო

რადას დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს, ეხმიანება, რომელიც კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე გააკეთა.

გონჩარენკო ღარიბაშვილის განცხადებებს ამაზრზენსუწოდებს.

,,საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა კატარში უბრალოდ ამაზრზენი განცხადება გააკეთა. მას არ სურს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, წუწუნებს, რომ ევროკავშირი რუსეთთან ვაჭრობს (თუმცა სინამდვილეში ბრუნვა იკლებს) და ესაა ერთგვარი მიზეზი საქართველოსთვის, რომ გაზარდოს ვაჭრობა რუსეთთან. რა თქმა უნდა, მან “უკრაინელი პოლიტიკოსები” დაადანაშაულა, რომ მათ სურთ “საქართველო კონფლიქტში ჩაითრიონ”.

ირაკლი, თქვენი ტერიტორიის ნაწილი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენიც, მაგრამ ჩვენ ვიბრძვით, რომ ეს გამოვასწოროთ, თქვენ კი თქვენ ქვეყანას რუსეთის ფედერაციისკენ მიათრევთ, რომ მან ყველაფერი დაიკავოს. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ვაჭრობას შეეხება – ირაკლი ყიდის თავის თავს რუსეთის საელჩოში და მას სურს, რომ მთელი საქართველო ასე მოიქცეს”,- წერს გონჩარენკო.

მსგავსი თემები