,,სისულელეა, მამალი სისულელეა – აბა მე მკითხეთ, მინდა თუ არა ვაშაძე ხელისუფლებაში” – იაგო ხვიჩია

”გირჩის” წევრი, იაგო ხვიჩია ”სტრატეგია აღმაშენებლის” განცხადების ეხმიანება და მას სისულელეს უწოდებს. საუბარია განცხადებაზე, რომლის თანახმად 50 000 პატრიოტმა ადამიანმა, ათი დღით უნდა გამონახოს რამდენიმე საათი, გავიდეს ქუჩაში და შეცვალოს ხელისუფლება.

,,სისულელეა, მამალი სისულელეა. 50 000 კაცს დაუძახო ქუჩაში, ისე რომ არ უთხრა, რისთვის ეპატიჟები, შეურაცხყოფაა. რანაირად ვცვლით ხელისუფლებას? როგორი იქნება ახალი ხელისუფლება? აბა მე მკითხეთ, მინდა თუ არა ვაშაძე ხელისუფლებაში, ან ვინმე სხვა, ასე ერთპიროვნულად. არასერიუზულია, 50 000 კაცს ქუჩაში ეძახდე და არ ეუბნებოდე რა გინდა. შენ უნდა მოხვიდე ”ქოცების” ნაცვლად? რა ძალაუფლება გექნება? სასამართლო როგორი იქნება? პროკურატურა როგორი იქნება? ჯანდაცვა როგორი იქნება? ამაზე ლაპარაკის გარეშე სად ეძახი ამ ხალხს. მაგიტო ვამბობ, რომ ქოცები არ არსებობენ. თვითონ გაინადგურეს საკუთარი თავი, ცოტახანში ვერ გამოჩნდებიან საჯაროდ, შეიძლება საარჩევნო კამპანიაც ვერ ჩაატარონ. ვერ წარმომიდგენია, ეს ქვეყანა პრორუსი გახდეს, რადგან ერთმა კაცმა გადაწყვიტა, რომ რუსეთი უყვარს”- განაცხადა იაგო ხვიჩიამ ტვ პირველის ეთერში.

მსგავსი თემები