ჟურნალისტმა ექიმის დანიშნულებით წამლები დალია და ანაფილაქსიური შოკი მიიღო – ექიმები მის გადარჩენას ცდილობენ (ვიდეო)

ჟურნალისტმა ექიმის დანიშნულებით წამლები დალია და ანაფილაქსიური შოკი მიიღო – ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელ ფეისბუქში ვრცელდება. მიშა რობაქიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ ჟურნალისტი უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება.

,,ჩვენი კოლეგა თათია ნიკოლეიშვილი, რომელიც რამოდენიმე საათის წინ იმყოფებოდა სუპერმარკეტში, უეცრად დაკარგა გონება. სასწარო დახმარების მანქანამ მოიყვანა ”ნიუ ჰოსპიტალში”. ამჟამად იმყოფება შოკის განყოფილებაში, უმძიმეს მდგომარეობაში. უგონო მდგომარეობაში, ხელოვნურ სუნთქვაზე. ექიმები არასავალალო პროგნოზებს იძლევიან. გთხოვთ გამოგვეხმაუროთ, იქნებ ვინმეს გქონდათ კავშირი, თათია ნიკოლეიშვილთან. ის დილას იმყოფებოდა ექიმთან, მიიღო გარკვეული დანიშნულება, შესაბამისად შეიძინა წამლები და დალია. იქნებ, ისაუბრა და იცით რომელი წამალი აქვს მიღებული. თუ გაქვთ ინფორმაცია რომელ ექიმთან იყო და რა წამლები მიიღო გამოგვეხმაურეთ,”- აცხადებს მიშა რობაქიძე.

ჟურნალისტმა ექიმის დანიშნულებით წამლები დალია და ანაფილაქსიური შოკი მიიღო – YouTube

მსგავსი თემები