,,მე მშვიდობის ადამიანი ვარ”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,მე მშვიდობის ადამიანი ვარ,”-  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

პრემიერმა უპასუხა კითხვას,  უჭერს თუ არა მხარს, უკრაინაში რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით, ჩინეთის მშვიდობის ფორმულას.

,,ნამდვილად მივესალმები ნებისმიერ ძალისხმევას, ნებისმიერი ქვეყნიდან, ნებისმიერი ლიდერიდან, რომელიც მშვიდობისკენ უბიძგებს ქვეყნებს. მოლაპარაკებებისკენ გარკვეულ ძალისხმევას განახორციელებს. ზოგადად ვამბობ, მე მშვიდობის ადამიანი ვარ. მე სტაბილურობის და მოლაპარაკებების მჯერა,”- განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები