თურქეთის ბაზრის გახსნამ PSP-ს საშუალება მისცა ევროპელ მომწოდებლებისგან მედიკამენტების შემოსატანი ფასების გაიაფების შეთანხმებისთვის მიეღწია

2022 წლის თებერვალში 188-ე დადგენილებაში შეტანილი ცვლილების საფუძველზე თურქეთში წარმოებული მედიკამენტების რეგისტრაცია/შემოტანის პროცესი გამარტივდა. ამ კანონის ამოქმედებისთანავე, თურქეთის რიგმა მწარმოებლებმა, მოწოდებული მედიკამენტების ფასები 55%-ით შეამცირეს. ასევე, ევროპელმა მწარმოებლებმა გადახედეს საქართველოსთვის მოწოდებულ ფასებს და შეამცირეს ან გაუთანაბრეს მათივე წარმოების თურქეთიდან იმპორტის ფასს. შესაბამისად, მყისიერად აისახა PSP-ს ქსელში მათ ფასებზე; ამ მედიკამენტების ფასები თურქეთიდან შემოტანილი იაფი მედიკამენტების ფასს გაუტოლდა ან უფრო გაიაფდა. ამ ქარხნების რიგ მედიკამენტებზე ფასები 58%-ით შემცირდა (ქსარელტო, ფორქსიგა, პლავიქსი და სხვ.). ევროპელი მწარმოებლისგან მედიკამენტების მოწოდებას ხარისხისა და უწყვეტობის შესანარჩუნებლად რამდენიმე უპირატესობა აქვს: – მიწოდების ჯაჭვის ყველა ეტაპზე დაცულია შენახვის…

მეტი...

,,სიკვდილს არ ვაპირებ, ბიჭებო, ჩემთან ერთად კიდევ დიდხანს დაიტანჯებით”- ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ სიკვდილს არ აპირებს. ამის შესახებ ლუკაშენკომ  მთავრობის სხდომაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ  საზოგადოებაში ავადმყოფობის გამო არ ჩნდებოდა. ,,სიკვდილს არ ვაპირებ, ბიჭებო, ჩემთან ერთად კიდევ დიდხანს დაიტანჯებით”, –  განაცხადა ლუკაშენკომ. ცნობისთვის, 9 მაისს ლუკაშენკო მოსკოვში აღლუმზე იმყოფებოდა. მედიის ინფორმაციით, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ლუკაშენკომ კრემლში, პუტინის მიერ გამართულ სადილზე დასწრება ვერ შეძლო, რადგან  აღლუმის შემდეგ, მოულოდნელად ავად გახდა და მოსკოვი დატოვა. .  

მეტი...

რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 204 760 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 204 760 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით 204 760; ​ტანკი – 3 792; ჯავშანტექნიკა – 7 424; საარტილერიო სისტემა – 3 339; სარაკეტო სისტემა – 570; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 327; თვითმფრინავები – 309; ვერტმფრენი – 296; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 2 871; საკრუიზო რაკეტები – 1 015; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 6 146; გემი/ნავი/კატარღა – 18;​ სპეციალური აღჭურვილობა – 440.

მეტი...

რუს წვევამდელებს უცხოურ პასპორტებს ჩამოართმევენ – დუმამ ახალი კანონი მიიღო

რუსეთის სახელმწიფო დუმამ  მხარი დაუჭირა კანონში შეტანილ ცვლილებებს და  რუსეთის ხელისუფლებას შეეძლება მოქალაქეებს სამხედრო სამსახურის შემთხვევაში საერთაშორისო მოგზაურობისთვის პასპორტების ჩამორთმევა. დუმამ მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები კანონში რუსეთის ფედერაციაში შესვლისა და გასვლის წესის შესახებ. რუსეთის ხელისუფლება ამიერიდან სამხედრო სამსახურის შემთხვევაში პასპორტების ჩამორთმევას შეძლებს. კანონპროექტის ახალი დებულებების მიხედვით, დოკუმენტების ჩამორთმევა შესაძლებელია შემდეგ სიტუაციებში: შრომითი ხელშეკრულების დადება მოქალაქესა და ორგანიზაციას შორის, რომელიც უზრუნველყოფს განსაკუთრებული მნიშვნელობის ან სახელმწიფო საიდუმლოების ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. მოქალაქის სამხედრო სამსახურში ან ალტერნატიულ სამოქალაქო სამსახურში გაწვევა. მოქალაქის მუშაობა ფედერალური უსაფრთხოების სამსახურში. სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ – გათავისუფლების დღიდან ხუთი წლის განმავლობაში. ამ…

მეტი...

ბელგოროდის გუბერნატორი აცხადებს, რომ საავტომობილო გზაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამოაგდეს

რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩელსავ გლადკოვის განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატიდან საავტომობილო გზაზე ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩამოაგდეს. მისივე ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, მსხვერპლი არ არის. გუბერნატორის თქმით, მანქანა დაზიანდა.

მეტი...

,,წამალი დაიდება, როცა პროტოკოლი დასრულდება მაისის ბოლოს და შემდეგ ოფიციალურად დამტკიცდება რამდენიმე დღეში” – მშობელი

აქონდროპლაზიის სინდრომის მქონე ბავშვის დედა, მაკუნა გოჩიაშვილი იშვიათი დაავადებების სახელმწიფო პროგრამაში აქონდროპლაზიის დიაგნოზის დამატებას ეხმიანება. მისი თქმით, პრემიერმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომ აქონდროპლაზიის მქონე ადამიანებზე სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობის უზრუნველყოფაზე. ,,ბევრმა მომწერა და მკითხა, ნიშნავს თუ არა პრემიერის ხელმოწერა იმას, რომ წამალი დაიდოო. პრემიერმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომ აქონდროპლაზიის მქონე ადამიანებზე სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას პროტოკოლით გათვალისწინებული მკურნალობის უზრუნველყოფაზე. ეს გულისხმობს წამლის გარდა სხვა, ყველა საჭირო პროცედურასა თუ თერაპიას. აქამდე აქონდროპლაზია არ შედიოდა ამ სიაში. წამალი დაიდება, როცა პროტოკოლი დასრულდება მაისის ბოლოს და შემდეგ ოფიციალურად დამტკიცდება რამდენიმე დღეში. პროტოკოლის…

მეტი...

რუსეთი უკრაინაში კონფლიქტის გაყინვის წინააღმდეგია – დიმიტრი პესკოვი

რუსეთი უკრაინაში კონფლიქტის გაყინვის წინააღმდეგია. ამის შესახებ დიმიტრი პესკოვმა რუსულ სახელმწიფო სააგენტო „იტარ ტასთან“ ინტერვიუში განაცხადა. ,,რუსეთი სოლიდარულია“, – უპასუხა კრემლის სპიკერმა კითხვაზე, არის თუ არა რუსეთის ფედერაცია სოლიდარული დასავლეთის მიმართ, რომ უკრაინაში კონფლიქტი არ უნდა გაყინოს. პესკოვმა უპასუხა კითხვას, განიხილავს თუ არა რუსეთი კონფლიქტის გაყინვის შესაძლებლობას. „რუსეთი განიხილავს მხოლოდ სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასრულებას: თავისი ინტერესების უზრუნველყოფას, რუსეთის მიზნების მიღწევას ან სპეციალური სამხედრო ოპერაციით, ან სხვა ხელმისაწვდომი საშუალებებით“, – აღნიშნა პესკოვმა.

მეტი...

,,მორალური პედესტალიდან საქართველოსთან საუბრის პრეტენზია, არ მგონია, რომელიმე ქვეყანას ჰქონდეს”- პაპუაშვილი

,,მორალური პედესტალიდან საქართველოსთან საუბრის პრეტენზია, არ მგონია, რომელიმე ქვეყანას ჰქონდეს,” – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით,  ხშირად ისმის პრეტენზიები რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების არსებობაზე. როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, უმჯობესია ყველამ ჩახედოს საკუთარ ქვეყანას და საკუთარ კომპანიებს, რას აკეთებენ ისინი და როგორ ვაჭრობენ რუსეთთან. „სამწუხაროდ, ქვეყნის გარედან თუ შიგნით, ოპოზიცია და რამდენიმე „ენჯეო“ მაგალითად, ეკონომიკურ ურთიერთობებზე როცა საუბრობს და ცდილობს, ყველანაირად დასწამოს ცილი ჩვენს ქვეყანას, თითქოს ხდება გვერდის ავლით ვაჭრობა-გარიგებები და ა.შ., მათ უნდა შეხედონ მარტივ ციფრებს. ევროკავშირი დღესაც, ყოველდღე 20 მილიონ ევროს უხდის რუსეთს მარტო ერთი მილით გატარებულ…

მეტი...

,,კონტრშეტევა მალე დაიწყება”- კირილო ბუდანოვი

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, კირილო ბუდანოვის განცხადებით,  კონტრშეტევა მალე დაიწყება. მისი თქმით, უკრაინას იარაღის მინიმალური საჭირო რაოდენობა აქვს. ,,ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე ჯერ კიდევ რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება, დროის დაკარგვა აღარ შეიძლება. შეიარაღების საჭირო მინიმუმი უკვე გვაქვს. მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ ეს მალე დაიწყება”, – განაცხადა ბუდანოვმა.

მეტი...

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ცხედარი  ბრძოლის ველიდან გამოასვენეს

უკრაინაში, ბახმუტთან დაღუპული ქართველი მებრძოლის, ვახტანგ ბარაბაძის ცხედარი პარტიზანებმა ბრძოლის ველიდან გამოასვენეს. ვახტანგ ბარაბაძე 4 აპრილს საარტილერიო თავდასხმას ემსხვერპლა. მისი ცხედრის ბრძოლის ველიდან გამოსვენება ამ დრომდე ვერ ხერხდებოდა, ფრონტზე მიმდინარე აქტიური საბრძოლო მოქმედებების გამო.     წყარო: მთავარი არხი

მეტი...

ფრინველის გრიპი რუსეთში – ნიჟნი ნოვგოროდის რამდენიმე რაიონში კარანტინია

რუსული მედიის ინფორმაციით, ნიჟნი ნოვგოროდის რამდენიმე რაიონში, კარანტინი გამოცხადდა. ფრინველის გრიპი მკვდარ თოლიებში აღმოაჩინეს. მედიის ცნობით, რეგიონში კარანტინი 30 დღის განმავლობაში იმოქმედებს. საკარანტინო ღონისძიებები მოიცავს შეზღუდვებს საზოგადოებრივი წვდომის ადგილებზე, სადაც მკვდარი ფრინველებია, რაც ასეთ ადგილებში მუშაობის საშუალებას მხოლოდ შესაბამისი სახელმწიფო სამსახურების თანამშრომლებს აძლევს. ასევე იკრძალება ავადმყოფი ფრინველების მკურნალობა, ფრინველების იმპორტი-ექსპორტი, კვერცხების ინკუბაცია, ფრინველების გადაადგილება.

მეტი...

უკრაინული ჯარი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერია – პრიგოჟინი

რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინის აცხადებს, რომ უკრაინული ჯარი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძლიერია. მისი თქმით,  რუსეთმა უკრაინაში შეჭრით, ქვეყნის მილიტარიზაცია მოახდინა. ,,დღეს საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა – ჩვენ ბევრ ადგილას და ბევრ ადამიანთან ვიბრძოლეთ -დღეს უკრაინელები ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჯარია. მათ ორგანიზებულობის მაღალი დონე აქვთ, წვრთნების მაღალი დონე, დაზვერვის მაღალი დონე, მათ აქვთ სხვადასხვა იარაღი. მეტიც, ისინი ნებისმიერ სისტემაზე, იქნება ეს საბჭოთა თუ NATO-ს ან ნებისმიერი – ერთნაირი წარმატებით მუშაობენ” – განაცხადა პრიგოჟინმა.

მეტი...

,,უკრაინის საქმე კარგად მიდის“- ჯოზეფ ბორელი

ჯოზეფ ბორელი უნგრეთის პრემიერ მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები არ ეთანხმებიან მათ, ვინც ამბობს, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებს „ევროკავშირის თავდაცვის მინისტრები არ ეთანხმებიან ზოგიერთებს, რომლებიც ამბობენ, რომ უკრაინა ომში ვერ გაიმარჯვებს და ამიტომ ჩვენ უნდა შევწყვიტოთ უკრაინის დახმარება. არა, ყველაფერი პირიქითაა. უკრაინის საქმე კარგად მიდის“, – განაცხადა ბორელმა. უკრაინა ვერ მოიგებს ომს რუსეთის წინააღმდეგ – ვიქტორ ორბანი    

მეტი...