,,ღარიბაშვილი, როცა ლაპარაკობს ცივილიზებულ სამყაროზე, ჯობია პირი ამოიკეროს”- ლევან ხაბეიშვილი

”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს აფასებს, ეხმიანება, რომელიც პრემიერმა კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე გააკეთა.

ხაბეიშვილის თქმით, თუ ვინმე აქეზებს ომს  საქართველოში ”რუსული ოცნებაა”.

,,ვხედავთ ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს რუსული პარტიის პრემიერ-მინისტრისგან ანტონი ღარიბაშვილისგან, რომელიც ამბობს, რომ თურმე უკრაინას უნდა საქართველოს ომში ჩართვა, ამერიკას უნდა, თურმე ცივილიზებულ სამყაროს უნდა, ეს არის ცხადია ტყუილი და ეს არის რუსული პროპაგანდა. თუ ვინმე ომს აქეზებს საქართველოში არის რუსული ოცნება, როცა ასი ათასობით რუსი შემოდის საქართველოში და არ დაგვავიწყდეს ხვალ შეიძლება პუტინმა თქვას, აი ამ რუსი მოქალაქეების დასაცავად მივდივარ მე საქართველოში. ღარიბაშვილი, როცა ლაპარაკობს ცივილიზებულ სამყაროზე, ჯობია, რომ მე მგონი პირი ამოიკეროს ამ მხრივ, აღარ დარჩათ პარტნიორი არსად, სადაც იყვნენ გაერთიანებული იქიდანაც კი კინწისკვრით გამოაგდეს”, – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

,,უკრაინელებმა საჯაროდ განაცხადეს, რომ უნდათ მეორე ფრონტის ნახვა საქართველოში”- ირაკლი ღარიბაშვილი

მსგავსი თემები