,,პრურუსი ბოტი”- გიორგი ვაშაძე ღარიბაშვილზე

,,ჩვენ არ გვესაუბრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ეს იყო პრურუსი ბოტი, რომელსაც დაუწერეს თავიდან ბოლომდე გზავნილები და რუსეთისთვის სასარგებლო მესიჯებით საუბრობს საქართველოს სახელით, ესაა ყველაზე დამღუპველი,”- ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა  გიორგი ვაშაძემ  განაცხადა.

ვაშაძე  პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა, რომელიც კატარის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე გააკეთა.

,,კატარის ეკონომიკურ ფორუმზე უმძიმესი დარტყმა მიაყენა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივას. გთხოვთ ყველას, ყურადღებით მოუსმინეთ ამ გასაუბრებას ბლუმბერგის ჟურნალისტთან მსოფლიო ლიდერების თვალწინ. იქ საუბრობდა არა საქართველოს პრემიერმინისტრი, არამედ პუტინის წარმომადგენელი. მან, ფაქტობრივად, მხარი დაუჭირა უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გადაწყვეტის რუსულ მოდელს, რომ თითქოს უკრაინამ უნდა დათმოს რაღაც. თუ უკრაინამ უნდა დათმოს საქართველომაც უნდა დათმოს? მან გაიმეორა დუგინის იდეოლოგიის მთავარი ნარატივი, რომ რუსეთთან ვაჭრობის გარეშე, რომ საქართველოს ეკონომიკა დაინგრევა. ეს არის წლების წინ დუგინის შემუშავებული იდეოლოგია,”- განაცხადა ვაშაძემ.

 

მსგავსი თემები