„რუსეთი ყოველთვის კეთილსინდისიერად ეკიდება ყველა ქვეყანასთან ურთიერთობას“ – პუტინი

რუსეთს ფედერაციის პრეზიდენტი მორიგ განცხადებას აკეთებს და დასავლეთს „უგუნური პოლიტიკის“ გამო აკრიტიკებს.

როგორც ვლადიმერ პუტინი აცხადებს, დასავლეთი აქტიურად ცდილობს რუსეთს მეგობრები ჩამოაშოროს.

„დასავლელი ოპონენტები ცდილობენ, დაპირებებითა და შანტაჟით დაარწმუნონ ჩვენი მრავალი პარტნიორი, რომ შეაჩერონ რუსეთთან მომგებიანი თანამშრომლობა. რუსეთი ყოველთვის პასუხისმგებლობითა და კეთილსინდისიერად ეკიდება ყველა ქვეყანასთან ურთიერთობას და ჩვენ ვასრულებთ სრულად. დროულად ვასრულებთ ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში მიღებულ შეთანხმებებს და საერთოდ, ჩვენს შეთანხმებებს სრულად ვასრულებთ“, – აღნიშნა რუსეთის ფედერაციის  პრეზიდენტმა.

 

მსგავსი თემები