საქართველო რუსებისთვის მეორე ყველაზე პოპულარული ქვეყანა გახდა დასასვენებლად – ვოლკოვი

საქართველო რუსებისთვის თურქეთის შემდეგ მეორე ყველაზე პოპულარული ქვეყანა გახდა დასასვენებლად –  ამის შესახებ რუსულ მედია TASS-ს   სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის ეროვნული კავშირის (OSIG) პრეზიდენტმა ალექსეი ვოლკოვმა განუცხადა.

ექსპერტის აზრით, საქართველო მაინც ვერ დაიკავებს თურქეთის ადგილს უცხოურ მიმართულებებს შორის პოპულარობით, ვინაიდან თურქეთს უფრო მეტი განსხვავებული დონის და ხარისხის შეთავაზება აქვს.

,,ასევე ეს [თურქეთთან მიმოსვლა] არის დიდი ხნის განმავლობაში დამკვიდრებული ტრენდი რუსებს შორის, მაშინ როცა ისინი, ჯერჯერობით, “აკვირდებიან” საქართველოს. ამ ქვეყანაში ტურისტებს სხვა რამეებთან ერთად, ადგილობრივი სამზარეულო, მთები და ზღვისპირას დასვენება იზიდავთ” – განაცხადა ვოლკოვმა.

10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. ამასთან, პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვაც გააუქმა.

 

მსგავსი თემები