ყირიმის ხიდზე ძლიერი დაკვამლიანებაა

ყირიმის ხიდზე ძლიერი დაკვამლიანებაა. შესაბამისი კადრები ტელეგრამ არხებით ვრცელდება.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი, ე.წ. გუბერნატორი, სერგეი აქსენოვი აცხადებს, რომ ყირიმის ხიდი რაიონში მიმდინარე წვრთნების გამო დაკეტილია.

მისივე თქმით, ხიდზე მოძრაობა რამდენიმე საათში აღდგება.

რამ გამოიწვია დაკვამლიანება ამ ეტაპზე უცნობია.

 

მსგავსი თემები