რუსული მხარის ცნობით, ყირიმში ოლენა ზელენსკას ბინის “ნაციონალიზაცია მოახდინეს”

რუსების მტკიცებით, დროებით ოკუპირებულ ყირიმში მათ უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას ბინის “ნაციონა​ლიზაცია” მოახდინეს. მათივე განცხადებით, მისი გაყიდვიდან მიღებულ თანხებს ომის „საჭიროებისთვის“ გამოიყენებენ.

ზელენსკას ბინის გარდა, ოკუპანტებმა კიდევ 57 ქონება მიითვისეს, რომლებიც, rosZMI-ის ცნობით, უკრაინელ ოლიგარქებს ეკუთვნის.  მათ შორისაა სავაჭრო ზონა “სკაი პლაზა”, რომლის ბენეფიციარი ყოფილი პრემიერმინისტრი არსენ იაცენიუკია.

ე.წ. „ყირიმის სახელმწიფო საბჭოს სპიკერმა“ ვოლოდიმირ კონსტანტინოვმა განაცხადა, რომ იალტაში ზელენსკას „ნაციონალიზებული“ ბინის გაყიდვიდან მიღებული თანხები გამოყენებული იქნება რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ომის „მოთხოვნილებებისთვის“. მისივე თქმით, თანხები ომში დაღუპული ოკუპანტების ოჯახების დახმარებას მოხმარდება.

მსგავსი თემები