,,პოლიციის ამოცანა არის არა ქართველების დაცვა, არამედ ადამიანების დაცვა”- შალვა პაპუაშვილი

,,პოლიციის ამოცანა არის არა ქართველების დაცვა, არამედ ადამიანების დაცვა… ყველა უნდა დაიცვას დანაშაულისგან,”-  ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ვინმე თუ ფიქრობს, რომ პოლიციის ვალდებულება არის ეთნიკური ნიშნით ადამიანების დაცვა, ეს ადამიანი არის ქსენოფობი.

,,თუკი ვინმე ფიქრობს, რომ პოლიციის ვალდებულება არის ეთნიკური ნიშნით ადამიანების დაცვა, ან ეთნიკური ნიშნით ადამიანის არ დაცვა, თუკი ვინმე ამას ფიქრობს, ეს ადამიანი არის ქსენოფობი. პოლიციის ამოცანაა დაიცვას ადამიანის ჯანმრთელობა, უსაფრთხოება, სიცოცხლე, ასე შემდეგ, ჩვენ რაც ვიხილეთ, პირდაპირ ეთერში ვხედავდით აგრესიულ ჯგუფს ნაციონალური მოძრაობისა, რადიკალური ოპოზიციის ჯგუფს, რომელიც მივარდნილი იყო აურზაურის მოსაწყობად, არავინ არ იცის რა მოჰყვებოდა ამ ყველაფერს, ვინ დაზიანდებოდა, ვის რა მოუვიდოდა, პოლიცია, რა თქმა უნდა, ვალდებული იყო დაეშორიშორებინა, არ დაეშვა ის, რომ საფრთხე შეჰქმნოდა სხვა ადამიანს,”- განაცხადა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები