უკრაინა ვერ მოიგებს ომს რუსეთის წინააღმდეგ – ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს, რომ უკრაინა ვერ მოიგებს ომს რუსეთის წინააღმდეგ. მისი თქმით, უნგრეთს ესმის, რამდენად იტანჯებიან უკრაინელები.

,,დააკვირდით ციფრებს, გარემოს, იმ ფაქტს, რომ ნატო არ არის მზად ჯარების გაგზავნისთვის, აშკარაა, რომ ბრძოლის ველზე ღარიბი უკრაინელებისთვის გამარჯვება არ არის,”- განაცხადა ორბანმა.

ორბანის განცხადებით,  ყველა ქვეყანა უნდა შეეცადოს, მიაღწიოს ერთადერთ შესაძლო გამოსავალს –  ცეცხლის შეწყვეტას.

„მე ვლაპარაკობ, როგორც პოლიტიკოსი, რომელმაც უნდა გადაარჩინოს სიცოცხლე. ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო თანამეგობრობისთვის არის სიცოცხლის გადარჩენა, განსაკუთრებით მაშინ, როცა დარწმუნებული ხარ, რომ ამ ომში მოგების შანსი არ არსებობს“, – განაცხადა ორბანმა.

მსგავსი თემები