,,დამატებითი ალიბი გინდათ მისცეთ პუტინს, რომ თბილისში შემოვიდეს”- პაატა მანჯგალაძე

“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი პაატა მანჯგალაძე პარლამენტის თავმჯდომარის,  შალვა პაპუაშვილის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, მმართველი გუნდი პუტინს ალიბს აძლევს, რომ თბილისში შემოვიდეს.

,,შენ, პარლამენტის თავმჯდომარე თუ გამოდიხარ და ლაპარაკობ, რომ აქ ქართველები რუსების უფლებებს ვარღვევთ, ქსენოფობიურად ვართ განწყობილები და რუსების განადგურება გვინდა, რა პრობლემაა, აგერ დგას 35 კილომეტრში ტანკი და გამორიხინდება თბილისისკენაც. რატო ლაპარაკობთ ხალხო სისულელეს. დამატებითი ალიბი გინდათ მისცეთ პუტინს იმისთვის, რომ თბილისში შემოვიდეს. ასეთი მე არ მინახია. ტროას ცხენი ხომ იცით, რაც არის. ტროას ცხენი შეაგორეს, ესენი არიან შემოგორებულები და უარესებიც. ტროას ცხენზე უარესები არიან ესენი”, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე /კომენტარს ტვ პირველი ავრცელებს/.

,,პოლიციის ამოცანა არის არა ქართველების დაცვა, არამედ ადამიანების დაცვა”- შალვა პაპუაშვილი

მსგავსი თემები