,,ნებისმიერ საპროტესტო აქციას მივესალმები”- ანა წითლიძე

,,ნებისმიერ საპროტესტო აქციას მივესალმები, თუმცა არ ვიცი, თაკო ჩარკვიანი რა საპროტესტო აქციაზე საუბრობს“, -ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანა წითლიძე თაკო ჩარკვიანის განცხადებას, აქციასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, დარწმუნებულია, რომ  ხელისუფლებას თუ რამე დაახევინებს უკან, ეს იქნება საქართველოს მოქალაქეების გაბრაზებული პროტესტი.

„ხელისუფლება უკან იხევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ნახულობს საპროტესტო მუხტს. საქართველოს ხელისუფლებას თუ რამის ეშინია, ეშინია საქართველოს გაბრაზებული მოქალაქეების. ნებისმიერ საპროტესტო აქციას მივესალმები, თუმცა არ ვიცი, თაკო ჩარკვიანი რა საპროტესტო აქციაზე საუბრობს“, – განაცხადა ანა წითლიძემ.

ცნობისთვის, თაკო ჩარკვიანმა განაცხადა: „ერთი დიდი აქცია დაიკიდება საკიდზე, სერიოზულად ვემზადებით. მტერია კარზე მომდგარი“.

მსგავსი თემები