„თუ პუტინი მოლდოვაში ჩავა, მას დააკავებენ“ – პრეზიდენტი

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი მოლდოვაში ვერ ჩავა. თუ ვლადიმერ პუტინი აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიიღებს, მისი დაკავება მოხდება.

როგორც მოლდოვის პრეზიდენტი აცხადებს, მოლდოვა სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივს სცემს და ითვალისწინებს.

„იცის, რომ  მოლდოვამ ხელი მოაწერა სისხლის სამართლის სასამართლოს შეთანხმებას. ჩვენ სასამართლოს გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ და ვითვალისწინებთ. მოლდოვაში ჩასვლის შემთხვევაში რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დააკავებენ“ აცხადებს პრეზიდენტი მაია სანდუ.

შეგახსენებთ, რომ თავის მხრივ, რუსეთმა ძებნა გამოაცხადა ჰააგის პროკურორზე, რომელმაც მისი დაპატიმრების ორდერი გასცა.

 

მსგავსი თემები