,,რეკომენდაციების 80 პროცენტი შესრულებულია, საბოლოო შეფასებას გააკეთებს ევროკომისია”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის მიერ დადგენილი რეკომენდაციების 80 პროცენტი უკვე შესრულებულია. მისი თქმით, სხვადასხვა დედაქალაქში ზეპირი კომუნიკაციიდან იციან, რომ შეფასებები პოზიტიურია.

„შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი შეფასებით, რეკომენდაციების 80% შესრულებულია. საბოლოო შეფასებას გააკეთებს ევროკომისია. სხვათა შორის, არა არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიცია, მედია, საბოლოო ჯამში, ყველა უნდა დაველოდოთ ევროკომისიის შეფასებას. მანამდე ყველას ჩვენი შეფასებები გვაქვს. ჩვენი შეფასებით, ვფიქრობთ, რეკომენდაციების 80% შესრულებულია. ასევე ზეპირი კომუნიკაცია გვაქვს სხვადასხვა დედაქალაქში. პარლამენტებში თუ სხვა კოლეგებთან შეხვედრებით, ბრიუსელთან კომუნიკაციით ვიცით, რომ პოზიტიური შეფასებებია მაგალითად, საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების, საარჩევნო რეფორმების მხრივ, გენდერულ საკითხებთან, ანტიკორუფციულ საკითხებთან , ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით, ასევე სტრასბურგის სასამართლოს პროაქტიული გადაწყვეტილებების პროაქტიულად გამოყენებასთან და ომბუდსმენთან დაკავშირებით“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები