ელიზაბეთ ჯინ კეროლმა ტრამპის წინააღმდეგ ახალი სარჩელი შეიტანა და მინიმუმ 10 მილიონს ითხოვს

მწერალი ელიზაბეთ ჯინ კეროლი, რომელმაც აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წინააღმდეგ სექსუალური შევიწროებისა და ცილისწამების საქმე მოიგო, მის წინააღმდეგ ახალ საქმეს იწყებს.

კეროლი  დონალდ ტრამპისთვის კომპენსაციის სახით, სულ მცირე, 10 მილიონი დოლარის დაკისრებას ითხოვს. საქმე ეხება სასამართლო განაჩენის შემდეგ ტრამპის „დამამცირებელ გამონათქვამებს“.

ტრამპის ადვოკატებს კომენტარი ამ ეტაპზე არ გაუკეთებიათ.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპი სასამართლომ მწერალ ელიზაბეთ ჯინ კეროლის სექსუალური შევიწროებისა და ცილისწამებისთვის დამნაშავედ ცნო.

 

 

მსგავსი თემები